შპს „ქობულეთის წყალსა“ და „ტრანსრეგულირებას“ ახალი ხელმძღვანელები ჰყავს. დღეიდან შპს „ქობულეთის წყალს“ ჯემალ მეგრელიძე, ხოლო შპს „ტრანსრეგულირებას“ მერაბ პაპუნაიშვილი უხელმძღვანელებს. ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ ახლადდანიშნული დირექტორები, ჯერ მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებული იურიდიული პირების ხელმძღვანელებს, ხოლო შემდეგ შპს-ების თანამშრომლებს წარუდგინა.

„ჩემთვის დიდი პატივია წარმოგიდგინოთ შპს-ების ახალი ხელმძღვანელები. ნდობას ვუცხადებ მათ, ვაბარებ მეტად მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო სფეროებს, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისათვის, ამიერიდან მათ უნდა იზრუნონ რომ ჩვენმა მოსხლეობამ ეკოლოგიურად სუფთა წყალი დალიოს და კომფორტულად გადაადგილდნენ. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც საპასუხიმგებლო თანამდებობებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოციდილება აქვთ, ისინი გამოირჩევიან პროფესიონალიზმითა და პასუხისმგებლობის მაღალი დონით. ვფიქრობ დაკისრებულ მოვალეობას თავს ღირსეულად გაართმევენ“ - განაცხადა მერმა თავის მიმართვაში.

მუნიციპალიტეტის მერმა მირიან ქათამაძემ შპს-ების ყოფილ დირექტორებს ოთარ ზოიძესა და ჯუმბერ ჭყონიას გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.