ქობულეთის მერის მოადგილე დავით ვერულიძე მერიის წარმომადგენლებთან ერთად „ქობულეთის ბავშვთა განვითარების ცენტრს“ სტუმრობდა და ბენეფიციარების ტკბილეული გადასცა.

„ქობულეთის ბავშვთა განვითარების ცენტრი“ ფონდ ,,ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით ქობულეთში აუტისტური სპექტრის აშლილობის ბავშვების წარმატებული აბილიტაციის ხელშეწყობის“ პროექტის ფარგლებში გასულ წელს გაიხსნა.

პროექტის მიზანს ქობულეთის რაიონში აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის სპეციალური ცენტრის ჩამოყალიბებისა და განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.