ქობულეთში ცნობილი ბიბლიოფილის მამია ხარაზის შემოქმედების საღამო - „მასზე დღემდე საუბრობს საქართველო“ გაიმართა. შემოქმედებითი საღამო ახალგაზრდა სათათბირო დარბაზის წევრებისა და პოეტ ზურა ნემსაძის ინიციატივით ჩატარდა. ღონისძიებაზე გაიხსენეს ეპიზოდები ცნობილი ბიბლიოფილის ცხოვრებიდან და წაიკითხეს ამონარიდები მისი შემოქმედებიდან.

ცნობილი მოღვაწე მამია ხარაზი საქართველოს წიგნის მოყვარულთა საზოგადოების ბიბლიოფილთა საბჭოს თავმჯდომარე, წიგნის მოყვარულთა მსოფლიო კონგრესისა და სერგეი ესენინის საზოგადოება „რადუნიცას“ წევრი, მრავალი კვლევის, ნაშრომის, წიგნის ავტორი და მსოფლიო მასშტაბის ბიბლიოფილი გახლდათ. მამია ხარაზის ბიბლიოთეკაში 50 000 - უნიკალური წიგნია დაცული.

საღამოს დასაწყიში დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სასტუმრო „ლეო გრანდში“ დაღპულთა სულებს. ღონისძიებას ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი, მერიის, აჭარის საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.