ქობულეთის ახალგაზრდული საკრებულოს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის საკითხთა კომისიის მხარდაჭერით, 2019 წლის 14 აპრილს დაჯილდოვდნენ გამარჯვებულები და მონაწილეები ახალგაზრდული საკრებულოს მიერ ორგანიზებულ დედაენის დღისადმი მიძღვნილ ესეების კონკურსში "14 აპრილი თითოეული ქართველის დღეა".

კონკურსის საპრიზო I II III ადგილებზე გადასაცემი პრიზების შეძენა უზრუნველყო ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილმა, ხოლო კონკურსში პირველ ადგილზე გასული ესეს ავტორისათვის 100 ლარის ოდენობით პრიზი დააწესა პიროვნული და სულიერი ზრდის ცენტრ "თამარელას" ხელმძღვანელმა თამარ რეხვიაშვილმა.

ადგილები ასე გადანაწილდა:

I-საბა კაიკაციშვილი
II-მარიამ დევრიშაძე
III-გოგა ბაუჟაძე