რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული 5 გმირის ამირან შაინიძის, ომარ ასლანიძის, ვაჟა შაინიძის, გიორგი შაინიძისა და გიორგი ქათამაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა სოფელ ცეცხლაურში აღიმართა.
2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას ქობულეთის მერმა, აჭარის მთავრობის თავმჯომარესთან და მინისტრებთან ერთად პატივი მიაგო . სოფელ ცეცხლაურში მემორიალი ყვავილებით შეამკეს .
გაიხსენეს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მებრძოლები.
მემორიალური დაფა ცეცხლაურში ქველმოქმედების შედეგად აღიმართა. ინიციატივა ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს ეკუთვნით, რაშიც მათ მხარდაჭერა მიიღეს.