101 წელი ქვეყნის დამოუკიდებლობიდან. მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა 26 მაისის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და თანაქალაქელებს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს.

ღონისძიების ფარგლებში დღესვე მუნიციპალიტეტის მედალოსნების დაჯილდოებაც გაიმართა. ქობულეთში 2018 წელს სკოლა წარჩინებით 58 მოსწავლემ დაამთავრა , მათ შორის 41 ოქროს და 17 ვერცხლის მედალოსანი იყო.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი სახელოვნებო სკოლაში გაიმართა, რომელშიც ამავე სკოლის აღსაზრდელები და მათიპედაგოგები იღებდნენ მონაწილეობას.

26 მაისის აღსანიშნად, პოლონეთის ქალაქ ობორნიკის მერი ტომას სზრამა და მოადგილე პიოტრ ვოისზიკი, ასევე უკრაინის დელეგაცია სტუმრობს.