გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის საკითხთა კომისიის სხდომა.

გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის საკითხთა კომისიის სხდომა.

14 დეკემბერს  გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის საკითხთა კომისიის სხდომა ლია შაქარიშვილის თავმჯდომარეობით.

 გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და აგრარულ  საკითხთა კომისიის  სხდომა

გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის სხდომა

14 დეკემბერს   გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და აგრარულ  საკითხთა კომისიის  სხდომა ავთანდილ ანანიძის თავმჯდომარეობით. სხდომაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული  8 საკითხი.

რუსთაველის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშოები მიმდინარეობს

რუსთაველის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშოები მიმდინარეობს

რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია გრძელდება. დღეს სამუშაოების მიმდინარეობას ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე გაეცნო. „რუსთაველის ქუჩის კეთილმოწყობის მიზნით წელს ერთობლივად რამდენიმე პროექტს ვახორციელებთ. კეთილმოეწყო ქუჩის დარჩენილი მონაკვეთი, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურა საერთოდ გაუმართავი იყო, მოწესრიგდა რუსთაველის ქუჩის შესახვევი და სამი ჩიხი, ასევე მიმდინარეობს ტროტუარების დეკორატიული ფილებით მოპირკეთება. ქუჩის რეაბილიტაციისთვის წელს ჯამში 4 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება“ - აღნიშნა ქობულეთის მერმა.

გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა

გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა

2017 წლის 13 დეკემბერს  ქობულეთის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართა  ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა დავით წულიკიძის თავმჯდომარეობით. სხდომაზე კომისიის წევრებმა  აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ზაალ მიქელაძესთან ერთად განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული 12 საკითხი.

„ახალგაზრდები ძალადობის წინააღმდეგ“

„ახალგაზრდები ძალადობის წინააღმდეგ“

დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის კინოდოკუმენტალისტიკის დარბაზში კონკურსს „ახალგაზრდები ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული კონკურსანტები ასოციაცია ღირსეულ სიბერესთან ერთად მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა დაჯილდოვებს, რომლებსაც ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. ნომინატებს ქობულეთის მუზეუმისგან საჩუქრად აბონემენტები და საინფორმაციო ბროშურები დაურიგდათ, ხოლო TV 12-ის დირექტორმა ჯემალ მეგრელიძემ მათ სოციალური ვიდეო რგოლების პროფესიონალურ დონეზე დამზადება შესთავაზა.

მერმა სტიქიის შედეგად დაზარალებულები მოინახულა

მერმა სტიქიის შედეგად დაზარალებულები მოინახულა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს. დღეს ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ მოადგილესთან სულხან მოწყობილთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად ხუცუბანსა და გვარაში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა მოინახულა. „ჩემთვის მთავარია მოსახლეობის უსაფრთხოდ ყოფნა. ხვალ დილიდანვე დაიწყება გეოლოგიური სამსახურის მიერ დაზიანებული ადგილების შესწვლა.

მერმა გვარას სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

მერმა გვარას სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ მოადგილესთან და ინფარსტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად გვარაში სპორტული მოედნის მოწყობითი სამუშაოები დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში სტადიონი დეკორატიული ღობით შეიღობა, ასევე მოედანზე დაიგო ხელოვნური საფარი და დამონტაჟდა გარე განათების სისტემა.

     რაგბიში აჭარის ღია პირველობის ფინალური შეხვედრა გაიმართა

რაგბიში აჭარის ღია პირველობის ფინალური შეხვედრა გაიმართა

სოფელ ხუცუბანში რაგბიში აჭარის ღია პირველობის ფინალური შეხვედრა გაიმართა. შეჯიბრებაზე ერთმანეთს ქობულეთისა და ჩაქვის გუნდები დაუპირისპირდნენ. ფინალური შეხვედრა ჩაქვის გუნდის სასარგებლოდ დასრულდა. გამარჯვებულ გუნდებსა და პრიზიორ სპორტსმენებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა მირიან ქათამაძემ, აჭარის განათლების მინისტრის მოადგილემ ბადრი ნაკაშიძემ და საქართველოს რაგბის კავშირის აჭარის ფილიალის დირექტორმა ზურაბ დოლიძემ სიგელები, მედლები, თასები და ფასიანი საჩუქრები გადასცეს.

ლეღვაში საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა

ლეღვაში საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა

სოფელ ლეღვაში ვახტანგ დუმბაძის საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა. ამ წუთებში სახანძრო-სამაშველო სამსახურებთან ერთად ხანძრის ლოკალიზება მიმდინარეობს. ქობულეთის მერის მოადგილე სულხან მოწყობილი მერიის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე იმყოფება. ამ ეტაპისთვის დუმბაძეების 6 სულიან ოჯახს საფრთხე არ ემუქრება.

ადმინისტრაციულ ერთეულებში გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

ადმინისტრაციულ ერთეულებში გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

ქობულეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოებს  ქობულეთის მერის მოადგილე დავით ვერულიძე გაეცნო.

ინტენსიურად იწმინდება დამეწყრილი ადგილები. ამ ეტაპისთვის 7 ერთეული ტექნიკა მუშაობს ქობულეთი-ოზურგეთის ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ ქაქუთში, კვირიკესა და საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულებში. ასევე მიმდინარეობს სოფელ ლეღვაში ელექტრო გადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოები.