მირიან ქათამაძე

დაბადების თარიღი: 1977 წლის 30 მარტი

ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

განათლება:

1999 წელს წარჩინებით დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნის სპეციალობით.

1999-2003 წლებში გაიარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასპირანტურის სრული კურსი, 2006-2011 წლებში კი - იმავე ფაკულტეტის დოქტორანტურა.

საქმიანობა:

2002-2004 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სისხლის სამართლის ადვოკატი;

2004-2006 წლებში მუშაობდა „აჭარის ენერგოკომპანიის“ (ამჟამინდელი „ენერგო-პროს“ აჭარის ფილიალი) იურიდიული სამსახურის უფროსის თანამდებობაზე;

2006-2014 წლებში „ბათუმის საზღვაო ნავსადგურში“ იყო ჯერ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, შემდეგ გენერალური დირექტორი;

2014 წელს ეკავა „ბათუმის ნავთობტერმინალის“ იურიდიული სამსახურის უფროსის თანამდებობა;

2015-2016 წლებში მუშაობდა შპს „ნიუ ოილ ტრანს კომპანის“ მმართველი დირექტორის თანამდებობაზე;

2015-2016 წლებში ეწეოდა დამოუკიდებელ საადვოკატო საქმიანობას;

2016 წლიდან ბოლო დრომდე ეკავა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის თანამდებობა;

2002 წლიდან დაკავებულია პედაგოგიური საქმიანობით სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. არის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი

არის ხუთი სამეცნიერო შრომის ავტორი; საქართველოში და საზღვარგარეთ გავლილი აქვს სხვადასხვა საგანმანათლებლო კურსი და ტრენინგი. მათ შორის: საფრანგეთში, უკრაინაში, რუსეთში, თურქეთში, ავსტრიასა და ესპანეთში.

ფლობს გერმანულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელეფონი: 0426 26 75 00.

ელ. ფოსტა: mirokatamadze@gmail.com