სამსახურის ძირითადი ფუნქცია:

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განაშენიანების საკითხების რეგულირება, მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის, ურბანული განვითარებისა და მიწათსარგებლობის დაგეგმვა, მისი უფლებრივი ზონირება, მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნა და განვითარება. სამსახური უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცეს მშენებლობის ნებართვები მისი კომპეტენციის ფარგლებში.

სამსახურის დებულება

ასლან ქათამაძე - არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსი

დაბადების თარიღი: 1976 წლის 24 მაისი

ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და სამი შვილი

განათლება: 1993-1996 წწ. ბათუმის ნიკო კანდელაკის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი. სპეციალობა - გამოყენებითი სახვითი ხელოვნება.

საქმიანობა:

1996-2002 წწ. ბათუმის მემედ აბაშიძის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი. სპეაცილობა - თეატრის მხატვარ-დეკორატორი.

საქმიანობა: 2001-2004 წწ. ქ. ბათუმის მერია, N9 მიკრორაონის გამგეობის მხატვარი.

2006-2009 წწ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა- არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი.

2009-2011 წწ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა - არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის სივრცითი მოწყობის განყოფილების უფროსი.

2011 წ. ქ. ბათუმის მერია, არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი.

2012-2013 წწ. ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკური სამინისტრო- სივრცითი მოწყობის ჯგუფის არქიტექტორი.

2014 წლიდან ქობულეთის მუნიციპალიტეტი - არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსი.