ლეღვას ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლები: ლეღვა, სკურა, ცხრაფონა

მერის წარმომადგენელი: ჯაბა სტამბოლიშვილი

ტელ: 551 15 02 55

ელ.ფოსტა: jaba.stambolishvili@gmail.com

ლეღვას ადმინისტრაციული ერთეული აჭარა-გურიის მთისწინეთში ზღვის დონიდან 120 მ. სიმაღლეზე მდებარეობს. იგი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრიდან 14 კმ-ითაა დაშორებული.

ფართობი: 15.09 კვ. კმ.

მოსახლეობა: 3 182 კაცი

ღირსშესანიშნაობები: ჩეხედანას წმ. გიორგის სახელობის საყდარი, ხომერიკების საგვარეულო ეკლესია, სქურა.

სოფელი ლეღვა ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთერთი ძირძველი და ისტორიული სოფელია, რასაც არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ბრინჯაოსა და ადრეული რკინის ხანის ძეგლები ადასტურებს. აქ დღემდე შემორჩენილია ძველთაძველი, ადრეული ხანის რკინის სადნობი სახელოსნოების ნანგრევები.

სოფელ ცხრაფონაში (ჩეხედანა) მდებარეობს წმ. გიორგის სახელობის ეკლესია. იგი აგებულია XVII საუკუნეში გურიის სახელოვანი მთავრის, მამია გურიელის მიერ. მან საყდარი ააგო შვილის, მანუჩარის საფლავზე, რომელიც ამ მიდამოებში ნადირობის დროს დაღუპულა. ჩეხედანას საყდარი გურიის სამთავროს ერთერთი მნიშვნელოვანი ძეგლი გახლდათ, რომელიც ერთ დროს იერუსალიმის პატრიარქის კუთვნილება ყოფილა.

სოფელი ლეღვა დიდი საომარი ბატალიების მომსწრე ადგილია. 1877-1878 წწ-ის რუსეთ-თურქეთის ომის დაწყებისთანავე 1877 წლის 13 აპრილს რუსეთის არმიის შენაერთმა სწორედ სოფელ ლეღვაზე განახორციელა პირველი შეტევა.