კვირიკეს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლები: კვირიკე, ზედა კვირიკე და ქვედა კვირიკე

მერის წარმომადგენელი: ედიტა გოგიტიძე.

ტელ: 593 13 78 73

ელ. ფოსტა: editagogitidze@yahoo.com

კვირიკეს ადმინისტრაციული ერთეული მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრიდან 5 კმ-ში მდებარეობს. მას შუაზე მდინარე კინკიშა ჰყოფს.

ფართობი: 19.18 კვ.კმ.

მოსახლეობა: 4 110 კაცი

ღირსშესანიშნაობები: წმ. გიორგის სახელობის საყდარი და ჯამე (სოფ. კვირიკე), წმ. კონსტანტინესა და ელენეს სახელობის ეკლესია (სოფ. ზედა კვირიკე), წმ. კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძარი (სოფ. ქვედა კვირიკე)

სოფელ კვირიკეს სახელწოდება ერთი ჰიპოთეზით კეთილმორწმუნე ივლიტასა და მისი შვილის - კვირიკეს სახელს უკავშირდება, რომელთა პატივსაცემად საქართველოში ბევრ ადგილს ჰქვია კვირიკე, ხოლო მეორე ჰიპოთეზით, რომელიც მითის სახით შემორჩა, კვირიკეების დინასტიას უკავშირდება. კვირიკეები IX-XI საუკუნეებში ცხოვრობდნენ კახეთში (ჰერეთში). 1 104 წელს დავით აღმაშენებელმა საქართველოს გაერთიანების შემდეგ კვირიკეების დინასტია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დაასახლა, რომელთაგან ერთ-ერთი ახლანდელი კვირიკეს წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის მახლობლად დასახლებულა და აუგია საყდარი.