აჭყვისთავის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფელი: აჭყვისთავი

მერის წარმომადგენელი: შორენა ზოიძე

ტელ: 557 38 24 38

აჭყვისთავის ადმინისტრაციული ერთეული მესხეთის ქედის დასავლეთ მთისწინეთში ზღვის დონიდან 240 მ. სიმაღლეზე მდებარეობს. სოფელი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრიდან 18 კილომეტრითაა დაშორებული. სოფელში მდ. აჭყვა ჩამოედინება.

ფართობი: 8.09 კვ. კმ.

მოსახლეობა: 1 057 კაცი

სოფელი აჭყვისთავი ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი უძველესი დასახლებული პუნქტია. მისი დღევანდელი სახელწოდება დაკავშირებულია მდინარე აჭყვასთან, რომელიც სათავეს სოფლის შემოგარენი მთებიდან იღებს.