.

ადმინისტრაციული ცენტრი: ქ. ქობულეთი

ფათობი: 711.8 კვ.მ.

მოსახლეობა: 74 794 კაცი

.

.

ქობულეთის მუნიციპალიტეტი 21 ადმინისტრაციული ერთეულადაა დაყოფილი, მათ შორის 1 ქალაქი, 2 სადაბო და 18 სასოფლო თემია.

ქობულეთის მუნიციპალიტეტი მდებარეობს საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჩრდილოეთ ნაწილში. იგი იწყება კოლხეთის სამხრეთ-დასავლეთის ჭაობიანი დაბლობით და იშლება ჩოლოქის, ცხრაფონას, აჭყვას, კინტრიშის, კინკიშას, დეხვასა და ჩაქვისწყლის ხეობებში.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში ატმოსფერული ნალექების რაოდენობა წელიწადში 2500-3000 მმ-ს უდრის. მაქსიმუმი მოდის სექტემბერზე, ხოლო მინიმუმი - მაისზე. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 13-15 გრადუსს აღემატება. მუნიციპალიტეტისათვის დამახასიათებელია ნიადაგების მრავალფეროვნება: ზღვისპირა დაბლობებში ტორფ-ჭაობიანი ნიადაგებია, ხეობებში ალპური ქანებია, გორაკ-ბორცვიან ზოლში გავრცელებულია წითელმიწა-ნიადაგები, ხოლო უფრო მაღალ ადგილებში გაეწრებული ნიადაგებია, სადაც კარგად ხარობს სუბტროპიკული კულტურები.
ეკონომიკა
ეკონომიკის დარგებიდან აღსანიშნავია ტურიზმი და სოფლის მეურნეობა. ქალაქი ქობულეთი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს საზღვაო კურორტს წარმოადგენს, ასევე განვითარების სტადიაშია სოფლად ტურიზმი. სოფლის მეურნეობაში ძირითადი მიმართულებებია მეციტრუსეობა, მეჩაიეობა, მებაღეობა, ასევე განვითარებულია მეცხოველეობაც. მუნიციპალიტეტში ასევე მოქმედებენ გადამამუშავებელი და კვების მრეწველობის მცირე საწარმოები. ეკონომიკურად ყველაზე მეტად დაწინაურებულია მომსახურეობისა და ვაჭრობის სფერო.
ძირითადი ღირსშესანიშნაობანი
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს კინტრიშის დაცული ტერიტორია, მტირალას ეროვნული პარკი და ისპანის აღკვეთილი.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლებია: პეტრას ციხე; მამუკას ციხე; ჩეხედანას ეკლესია; ხინოწმინდის მონასტერი, ფიჭვნარის ნაქალაქარი და სხვა.