ქობულეთის მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გერბის ფარი გაკვეთილი და გადაკვეთილია ოთხ ნაწილად. გერბის ფარის ცენტრში მოთავსებულია მეწამული ჰერალდიკური ფარი, რომელზეც გამოსახულია ვერცხლის შველი და ვერცხლის ცხრაქიმიანი ვარსკვლავი. I ნაწილი - ზურმუხტროვან ველზე გამოსახულია ვერცხლის ჰერალდიკური ჯვარი, რომლის ქვემოთაც გამოსახულია თაღოვანი ხიდი და სამი შემცირებული ვერცხლის ტალღისებური სარტყელი. II ნაწილი - ლაჟვარდის ველს დიაგონალურად კვეთს სამი ვერცხლის სარტყელი. III ნაწილი - ლაჟვარდის ველს დიაგონალურად კვეთს სამი ვერცხლის სარტყელი. IV ნაწილი - ზურმუხტოვან ველზე გამოსახულია ვერცხლის ციხე-სიმაგრე, რომლის ქვემოთაც მოთავსებულია სამი შემცირებული ვერცხლის ტალღისებური სარტყელი.

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი - სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის), ნახევრად ღია კარიბჭით.
ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ზურმუხტის ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი - „ქობულეთი“.



ქობულეთის მუნიციპალიტეტის დროშა ვერტიკალურად გაყოფილია ორ ნაწილად. I ნაწილი - ზურმუხტოვანი ველი, II ნაწილი - ლაჟვარდის ველი, რომელსაც ჰორიზონტალურად კვეთს სამი ვერცხლის სარტყელი, II ნაწილს უჭირავს დროშის ფართობის 2/3. ზურმუხტისა და ლაჟვარდის ველებს შორის მოთავსებულია მეწამული ჰერალდიკური ფარი, ისე რომ მისი ნახევარი ზურმუხტის ველს ფარავს, ნახევარი კი - ლაჟვარდისას. მეწამულ ჰერალდიკურ ფარზე გამოსახულია ვერცხლის შველი და ვერცხლის ცხრაქიმიანი ვარსკვლავი. ფარს გარსშემოუყვება ვერცხლის კანტი. დროშის პროპორციულია 2/3.