საზოგადოებრივი კოლეჯი "ახალი ტალღა"


მისამართი: რუსთაველი 154
ტელეფონი:599 86 20 08
ვებ-გვერდი: www.kpc.ge

საზოგადოებრივი კოლეჯის მისიაა პროფესიული განათლების განვითარებით უზრუნველყოს საზოგადოების წინსვლა; კონკურენტუნარიანი პროფესიული საგანამანათლებლო პროგრამების განხორციელების მეშვეობით, მოამზადოს კონკრეტული დარგის ისეთი სპეციალისტი, რომელიც შეძლებს მუდმივად ცვალებად, განვითარებაზე ორიენტირებულ შრომის ბაზრის მოთხოვნებთან ადაპტაციას, საკუთარი სფეროს დინამიურ განვითარებას. ასეთი ადამიანური რესურსი ხელს შეუწყობს დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობას, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და მის წარმატებულ საერთაშორისო ინტეგრაციას. ამასთან, დაწესებულება ითვალისწინებს პროფესიული განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებს და პროფესიული სტუდენტის, შრომის ბაზრის, დამსაქმებლის, საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით ახორციელებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში ხარისხის მართვის სისტემების დანერგვას.