� მუნიციპალიტეტში გუშინ საღამოდან გადაუღებლად წვიმს. უხვი ნალექის შედეგად რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში განვითარდა მეწყრული პროცესები. �ადიდებულია მდინარე აჭყვა. მდინარემ კალაპოტის მაქსიმუმ ნიშნულს მიაღწია. �წვიმის შედეგად დაიტბორა გელაურის დასახლებაში საცხოვრებელი სახლების ეზოები. �ქობულეთის მერიაში შექმნილია სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი, რომელიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულს მდგომარეობას სწავლობს. შტაბის წევრები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ.