ქობულეთის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის მდგომარეობა არის სტაბილური. უხვი ნალექის შედეგად სხვადასხვა მიმართულებით სტიქია განვითარდა. ქალაქში ადიდებული იყო მდინარე აჭყვა . წყლის მომატებას არ გამოუწვევია არც სახლებისა და არც ქუჩების დატბორვა. ქალაქის ტერიტორიაზე მდგომარეობა არის მშვიდი. რაც შეეხება სოფლების მიმართულებას, რამდენიმე ადგილას გააქტიურებულია მეწყრული პროცესი. დაახლოებით 10 სოფელში. მათ შორის ზედა აჭყვაში არის შეზღუდული მოძრაობა. მეწყერმა წაიღო გაბიონი. საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები, უახლოეს პერიოდში გეგმავენ ადგილის გათავისუფლებას და მოძრაობის აღდგებას. უსაფრთხოების თვალსაზრისით მოეწყობა დროებითი პარაპეტები. სოფელ გორგაძეებში, ჩამოწოლილმა მიწის მასამ საცხოვრებელს შეუქმნა საფრთხე. ოჯახი ამ ეტაპზე გაყვანილია უსაფრთხო ადგილზე. უახლოეს პერიოდში , თითქმის ყველა დამეწყრილი ადგილის გაწმენდა მოხდება. ქობულეთის მერიაში შექმნილია სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი, რომელიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულს მდგომარეობას ამ დრომდე სწავლობს. შტაბის წევრები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. უწყების მხრიდან დროული რეაგირება მოხდა ყველა შემთხვევაზე. მუნიციპალური სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, აქტიურად კოორდინირებენ საგზაო დეპარტამენტთან, ენერგო-პრო ჯორჯიას, საქართველოს სამელიორაციო სამსახურისა და სოკარ ჯორჯია გაზის წარმომადგენლებთან. ამ დროისათვის ყველა აბონენტს სრულად მიეწოდება ელექტრო ენერგია და ბულებრივი აირი. გაიწმინდა შიდა სასოფლო გზები. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად გაგრძელდება მომდევნო დღეებშიც. შესაბამისი სამსახურების მხრიდან სრულად კონტროლდება არსებული სიტუაცია. სტიქის ადგილებზე იმყოფებოდა მუნიციპალიტეტის მერი, მოადგილესთან და მერიის სამსახურებთან ერთად. უწყების ხელმძღვანელი არსებულ სიტუაციას გაეცნო, დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა და შესრულებული სამუშაოები დაათვალიერა. უწყების ხელმძღვანელმა მოსახლეობას თანადგომა გამოუცხადა და დახმარება აღუთქვა