ქობულეთში, 4 ლოკაციაზე ნარჩენების სეპარარირებული შეგროვების სტენდები (სეპარაციის სტენდები) გაიხსნა. სტენდები ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე, მუზეუმის მიმდებარედ სკვერთან, კულტურის სახლის მოპირდაპირე მხარეს და სადგურის მიმდებარე ტერიტორიებზე განთავსდა. „მაღალი მოქალაქეობრივი კულტურა , პასუხისმგებლობა პირველ რიგში გამოიხატება იმ საქციელში , რასაც ქვია ნარჩენის სწორად ჩაყრა თუ დახარისხება. მნიშვნელოვანია, რომ გადაიდგა ამ სფეროში, განათლების და ინფორმირების კუთხით დიდი ნაბიჯი“- განაცხადა ქობულეთის მერმა. მირიან ქათამაძემ ისაუბრა განხორციელებული საქმიანობებისა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე. ხაზი გაუსვა მუნიციპალიტეტში სეპარაციის პრაქტიკის დანერგვის კუთხით გასატარებელ და დაგეგმილ ღონისძიებებს. ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის ა რ სოფლის მეურნეობის მინისტრა ტიტე აროშიძე და ა/ო CENN-ის კოორდინატორი აჭარის რეგიონში - კახაბერ გუჩმანიძე. ტიტე აროშიძემ შეხვედრის დროს , მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვის სფეროში არსებული საჭიროებებზე ისაუბრა. მათ შორის არსებული არალეგალური ნაგავსაყრელების დახურვის საჭიროებაზეც. ასევე აღნიშნა იმ დახმარების შესახებ, რომელიც შესაძლებელია გაწეული იყოს USAID-ის მიერ WMTR II პროგრამის ფარგლებში აღნიშნული პრობლემების გადაჭრის მიზნით. კახაბერ გუჩმანიძემ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ორგანიზაცია აჭარის რეგიონის მასშტაბით მუშაობს და აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა გარემოსდაცვით აქტივობას, რაც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს რეგიონის მდგრად განვითარებას. ღონისძიებას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა. აქტივობაში მონაწილეობა მიიღეს სკოლის მოსწავლეებმა.