ძლიერი ქარის შედეგად, ციხისძირის ადმინისტრაციულ ერთეულში წაქცეული ნაძვის ხე, რომელმაც ქობულეთი ბათუმის საავტომობილო გზა ჩაკეტა, აიპი გამწვანება და შ.ს.ს. სამაშველო სამსახურის თანამშრომელთა ოპერატიული მოქმედებების შედეგად, დაიხია და გზის სავალი ნაწილიდან გატანილ იქნა. ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია.