სამსახურის ძირითადი ფუნქცია:

მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაცია, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვა და კონტროლი მათი გამოყენებისა და წესების დაცვაზე, მუნიციპალიტეტის ქონების გამოყენების მონიტორინგი და მათი ექსპლუატაციის ეფექტურობის შეფასება, ამორტიზირებული ქონების ჩასწორებასთან დაკავშირებით პროცედურების მომზადება, ასევე მუნიციპალური ქონებით სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე წინადადებების მომზადების უზრუნველყოფა, მუნიციპალიტეტის ქონებაზე მოვლა-პატრონობაზე, მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე ზედამხედველობა, სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით საჭირო ღონისძიებების გატარება.

სამსახურის დებულება


ზურაბ ამაღლობელი - ქონების მართვისა და სოფლის განვითარების სამსახურის უფროსი

დაბადების თარიღი: 1969 წლის 19 ოქტომბერი

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული.

განათლება: 1988 – 1995 წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.

საქმიანობა:

1986–1988 წწ. ქობულეთის ცენტრალური საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილება - სანიტარი.

1996–1999 წწ. ბათუმის ბავშვთა მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო - ექიმი.

2002–2004 წწ.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო სანიტარული ზედამხეველობის დეპარტამენტი - ექიმ - ინსპექტორი.

2011-2015 წწ. ქობულეთის მუნიციპლიტეტის ზედამხედველობის სამსახური - წამყვანი სპეციალისტი.

2015–2017 წწ. ქობულეთის მუნიციპლიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური - სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.

2017 წლის ივნისის თვიდან ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და სოფლის განვითარების სამსახური - სამსახურის უფროსი.