13 ნოემბერი 2017 წელი

მერმა ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ  ზღვის სანაპიროზე ნაპირდამცავი კედლის, რუსთაველისქუჩისა და გელაურის დასახლებაში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. მუნიციპალიტეტისპირველ პირს პროექტების მიმდინარეობა ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ზაზა კაიკაციშვილმაგააცნო. წელს მუნიციპალიტეტის იერსახის მოსაწესრიგებლად 22 მილიონამდე ლარი დაიხარჯაება.

ქობულეთის სანაპიროზე ნაპირდამცავი კედლის რეაბილიტაციის პროექტიმუნიციპალური განვითარების ფონდისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში აშენდება 2 კმ-მდე ახალი ჯებირი და კეთილმოეწყობა სავალი ნაწილი. სამუშაოების განსახორციელებლად 8 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. პროექტის დასრულება 2018 წლის ზაფხულში იგეგმება.

რუსთაველის ქუჩაზე  ტროტუარებისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობა მიმდინარეობს.წელს პროექტის პირველი ეტაპი განხორციელდება, რომლისთვისაც 698 888 ლარია გათვალისწინებული.ინფარსტრუქტურული ღონისძიების ფარგლებში რუსთაველის ქუჩაზე მოეწყობა საკომუნიკაციოარხები და ჭები, ასევე მოხდება ქუჩის დაზიანებული მონაკვეთების ორმული შეკეთება. პროექტისმეორე ეტაპი ქუჩის ასფალტირებას ითვალისწინებს.

რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციამრავალწლიანი პროექტია და ეტაპობრივად ხორციელდება. გასულ წელს ქუჩის კეთილმოწყობისთვის1 614 624 ლარი დაიხარჯა, ხოლო წელს ჯამში 3 მილიონამდე ლარი დაიხარჯება.

გელაურისდასახლებაში ქუჩების კეთილმოწყობა მიმდინარეობს. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ვაჟა-ფშაველას,პოპოვისა და პუშკინის ქუჩებს. მოეწყო სანიაღვრე არხები, ბორდიურები, გზის სავალ ნაწილზედაიგო დეკორატიული ფილები. სამუშაოების დასრულების შემდეგ ქუჩებზე სიჩქარის შემზღუდავიბარიერები დამონტაჟდება. ინფრასტრუქტურულიპროექტის განხორციელებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 1 541 541 ლარიდაიხარჯება. გელაურში ქუჩების რეაბილიტაცია სამომავლოდაც გაგრძელდება.

დასახლებაშისპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით სპორტული მოედნის მშენებლობაც მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოედანი დეკორატიული ღობით შემოიფარგლება, დაიგება ხელოვნური საფარი და დამონტაჟდება გარე განათების სისტემა. გელაურისდასახლებაში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება რამდენიმე წელია მიმდინარეობს.   გასულ წლებში დასახლებაში მოეწყო ახალი საკანალიზაციოსისტემა, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 1 296 669 ლარი დაიხარჯა.  ახალი საკანალიზაციო ქსელით 500 ოჯახი სარგებლობს.მოსახლეობისთხოვნის გათვალისწინებით წელს დასახლებაში 105 აღსაზრდელზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტებისსაბავშვო ბაღი გაიხსნა.

 

 

 




ვიდეო რგოლი

Loading...

ნოემბერი 2017

ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
 

გამოკითხვა

ჩვენი საიტი...




 

სიახლის გამოწერა

ამინდი

ვალუტის კურსი

აჭარა


პორტალი შექმნილია ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი“ინტელექტი”–ს მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით
© ქობულეთის მუნიციპალიტეტი 2011
    სტუმართა რაოდენობა: