19 ოქტომბერი 2017 წელი

თეიმურაზ ჯორბენაძე საგვარეულო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრაძალეს

აფხაზეთის ომში დაღუპული თეიმურაზ ჯორბენაძე საგვარეულოსასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრაძალეს. ომში დაღუპულის ცხედარი ღვთისმშობლის ტაძრადმიყვანების ეკლესიაში იყო დასვენებული, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. გმირსქობულეთის გამგებელმა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა და თანამოქალაქეებმა პატივი მიაგეს.

თეიმურაზ ჯორბენაძე სოხუმის დაცემის დღეს სეპარატისტებმადახვრიტეს. იგი 24 წლის მანძილზე უგზო-უკვლოდ დაკარგულად იყო მიჩნეული. გმირის ნეშთი1993 წლის 27 სექტემბერს დახვრეტილ 25 მებრძოლს შორის იაშტუხას ძმათა სასაფლაოზე იქნააღმოჩენილი.

თეიმურაზ ჯორბენაძეს მინიჭებული აქვს ვახტანგ გორგასლისპირველი ხარისხის ორდენი. იგი 1992 წლიდან გაერთიანებული იყო ავღანელთა კავშირში დაიბრძოდა აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. თეიმურაზ ჯორბენაძე1993 წლის 27 სექტემბერს 31 წლის ასაკში დახვრიტეს. ახალგაზრდა გმირს დარჩა მეუღლედა სამი შვილი.

2014 წელს ქობულეთის N3 საჯარო სკოლას თეიმურაზ ჯორბენაძისსახელი მიენიჭა, ასევე ქალაქში ერთ-ერთი გადასასვლელი გმირის სახელს ატარებს.




ვიდეო რგოლი

Loading...

ნოემბერი 2017

ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
 

გამოკითხვა

ჩვენი საიტი...




 

სიახლის გამოწერა

ამინდი

ვალუტის კურსი

აჭარა


პორტალი შექმნილია ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი“ინტელექტი”–ს მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით
© ქობულეთის მუნიციპალიტეტი 2011
    სტუმართა რაოდენობა: