18 ოქტომბერი 2017 წელი

ქობულეთში ფიტოპათოლოგიის კვლევითი ინსტიტუტი აშენდება

  ქობულეთში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების კვლევითი ინსტიტუტის ახალი, თანამედროვე სტანდარტებისკვლევითი ცენტრის მშენებლობა დაიწყო. აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ,ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა, აჭარისა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა, აჭარის ა.რ. უმაღლესისაბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ მშენებლობის სერტიფიკატს მოაწერეს ხელი და საძირკველსსაზეიმოდ ჩაუყარეს საფუძველი.

  მშენებლობისთვის უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან ერთი მილიონ578 ათასი ლარია გათვალისწინებული, საიდანაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლისბიუჯეტიდან პროგრამული დაფინანსებით 800 ათასი ლარი ჩაირიცხება.

  პროექტით ახალი 1100 კვ.მ ფართობის სამსართულიანი შენობამთლიანად შეესაბამება კვლევითი ინსტიტუტის საერთაშორისო სტანდარტებს და ითვალისწინებსკვლევითი სფეროს სპეციფიკისათვის საჭირო ინფრასტრუქტურას. ინსტიტუტში განთავსდება მოლეკულურიბიოლოგიის ლაბორატორია, მიკრობიოლოგიის ლაბორატორია, მიკოლოგიის ლაბორატორია, ბიომრავალფეროვნებისკვლევის ლაბორატორია და სამკურნალო მცენარეთა ლაბორატორია. 5.2 ჰ მიწის ფართობზე განთავსებულიასაცდელი ნაკვეთი, სადაც წარმოებს ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურის მცენარეების კვლევა.

კვლევითი ცენტრის მშენებლობას სამშენებლო კომპანია შპს,,ვექტორი“ ახორციელებს და იგი 2018 წლის ივნისში დასრულდება.

  თანამედროვე სტანდარტების ახალი კვლევითი ცენტრის მშენებლობისათვისაჭარის ა.რ. მთავრობამ უნივერსიტეტს ქობულეთში, კაიკაციშვილის ქუჩაზე მდებარე 5 ჰექტარიმიწის ნაკვეთი 2014 წელს გადასცა.

  2012 წლიდან, ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნებისკვლევითი ინსტიტუტის ყოფილი შენობის გასხვისების შემდეგ, კვლევითი ცენტრი მუშაობასსაკუთარი შენობის გარეშე აგრძელებდა.

  ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების კვლევითინსტიტუტში ქვეყნისათვის ისეთი სტრატეგიული მნიშვნელობის კვლევები ხორციელდება, როგორიცაა:მცენარეთა დაავადებების გამოვლენა, მათი დიაგნოსტიკა, მავნებლობის ხარისხის დადგენადა დაავადებებთან ბრძოლის მეთოდების შემუშავება. ინსტიტუტის მეცნიერების მიერ პირველადიქნა საქართველოში აღმოჩენილი და შესწავლილი კარტოფილის, ბზის, კივის, თხილის, ლურჯიმოცვის და სხვა ეკონომიკურად მნიშვნელოვანი კულტურების საკარანტინო, საშიში დაავადებებიდა მავნებლები.

  ინსტიტუტი არის საერთაშორისო ორგანიზაციების (CIMMYT, ICARDA, BGRI, FAO) კოორდინატორი საქართველოშიმარცვლოვანთა ეკონომიკურად მნიშვნელოვანი დაავადებების კვლევის კუთხით. 2004-2012 წლებშიდიდი რვიანის გლობალური პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში ინსტიტუტში განხორციელდასაერთაშორისო სამეცნიერო ცენტრის 3 პროექტი.




ვიდეო რგოლი

Loading...

ნოემბერი 2017

ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
 

გამოკითხვა

ჩვენი საიტი...




 

სიახლის გამოწერა

ამინდი

ვალუტის კურსი

აჭარა


პორტალი შექმნილია ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი“ინტელექტი”–ს მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით
© ქობულეთის მუნიციპალიტეტი 2011
    სტუმართა რაოდენობა: