18 ოქტომბერი 2017 წელი

თეიმურაზ ჯორბენაძე ქობულეთში გადმოასვენეს

  აფხაზეთის ომში დაღუპული თეიმურაზ ჯორბენაძის ცხედარიწუხელ ღამით თბილისის სამების საკათედრო ტაძრიდან ოჯახში გადმოასვენეს. გმირს ქობულეთისგამგებელმა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა და თანამოქალაქეებმა პატივი მიაგეს. „მინდა,მივუსამძიმრო თითოეული გმირის ოჯახს, მათ ახლობლებს, მთელს საქართველოს… საამაყოა,რომ მათ შორის ერთ-ერთი ჩვენი თანამოქალაქეა. ფასდაუდებელია მათი ღვაწლი ჩვენი ქვეყნისწინაშე. სწორედ ასეთი ადამიანების გმირობებზე დგას ჩვენი ქვეყნის მომავალი. ღმერთმანათელში ამყოფოს მათი სულები და საუკუნე ნეტარება დაუმკვიდროს“ - განაცხადა ქობულეთისგამგებელმა სულხან ევგენიძემ.

  დღეს სამოქალაქო პანაშვიდი ჯორბენაძის მშობლიურ სახლშიგაიმართება, 19 ოქტომბერს ცხედარს ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესიაში დაასვენებენდა საგვარეულო საფლავზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

  თეიმურაზ ჯორბენაძე სოხუმის დაცემის დღეს სეპარატისტებმადახვრიტეს. იგი 24 წლის მანძილზე უგზო-უკვლოდ დაკარგულად იყო მიჩნეული. გმირის ნეშთი1993 წლის 27 სექტემბერს დახვრეტილ 25 მებრძოლს შორის იაშტუხას ძმათა სასაფლაოზე იქნააღმოჩენილი.

  თეიმურაზ ჯორბენაძეს მინიჭებული აქვს ვახტანგ გორგასლისპირველი ხარისხის ორდენი. იგი 1992 წლიდან გაერთიანებული იყო ავღანელთა კავშირში დაიბრძოდა აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. თეიმურაზ ჯორბენაძე1993 წლის 27 სექტემბერს 31 წლის ასაკში დახვრიტეს. ახალგაზრდა გმირს დარჩა მეუღლედა სამი შვილი.

  2014 წელს ქობულეთის N3 საჯარო სკოლას თეიმურაზ ჯორბენაძისსახელი მიენიჭა, ასევე ქალაქში ერთ-ერთი გადასასვლელი გმირის სახელს ატარებს.




ვიდეო რგოლი

Loading...

ნოემბერი 2017

ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
 

გამოკითხვა

ჩვენი საიტი...




 

სიახლის გამოწერა

ამინდი

ვალუტის კურსი

აჭარა


პორტალი შექმნილია ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი“ინტელექტი”–ს მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით
© ქობულეთის მუნიციპალიტეტი 2011
    სტუმართა რაოდენობა: