02 აგვისტო 2017 წელი

ქობულეთში 19 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი გადაიხურება

ქობულეთში 19 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი გადაიხურება. დღეს სადგურისტერიტორიაზე  სამუშაოების მიმდინარეობა ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ, გამგებლის მოადგილესთან  დაქობულეთის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად დაათვალიერა.

ინფრასტრუქტურული პროექტი სახურავის თუნუქისა და ხის კონსტრუქციების შეცვლას, ასევე წყალსარინი ღარებისა და წყალსაწრეტი მილების მოწყობას ითვალისწინებს. სამუშაოების განსახორციელებლად გამგეობა 393 392 ლარს დახარჯავს.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში სახურავების გადახურვის მიზნობრივი პროგრამა რამდენიმე წელია ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში 200-ზე მეტი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი გადაიხურა.

დღესვე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარემრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის მოწყობითი სამუშაოები დაათავლიერეს. სამუშაობისთვისმუციპალიტეტის ბიუჯეტიდან 21 500 ლარი გამოიყო.




ვიდეო რგოლი

Loading...

აგვისტო 2017

ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
 

გამოკითხვა

ჩვენი საიტი...




 

სიახლის გამოწერა

ამინდი

ვალუტის კურსი

აჭარა


პორტალი შექმნილია ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი“ინტელექტი”–ს მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით
© ქობულეთის მუნიციპალიტეტი 2011
    სტუმართა რაოდენობა: