18 მაისი 2017 წელი

რუსთაველის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები

რუსთაველისქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. დღეს ინფრასტრუქტურული სამუშაოები მუნიციპალიტეტისგამგებელმა სულხან ევგენიძემ დაათვალიერა.

ქუჩისკეთილმოწყობის მიზნით ერთობლივად რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი  მიმდინარეობს. პროექტების განსახორციელებლად  ჯამში 2 503 258 ლარი დაიხარჯება.

დაგეგმილიაროგორც ქუჩის დარჩენილი მონაკვეთების მოწესრიგება, ასევე არსებული ინფრასტრუქტურისრეაბილიტაცია. ამ ეტაპისთვის რუსთაველის ქუჩის გაგრძელების, ტროტუარების, მეორე შესახვევისადა 3 ჩიხის მოწყობა მიმდინარეობს, ასევე ქუჩის დარჩენილ მონაკვეთზე მოეწყობა სანიაღვრეარხები, ხოლო გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარი დაიგება.

რუსთაველისქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება ტურისტული სეზონის დაწყებამდე იგეგმება.

რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია მრავალწლიანი პროექტიადა ეტაპობრივად ხორციელდება. გასულ წელს ქუჩის კეთილმოწყობისთვის1 614 624 ლარი დაიხარჯა.

 




ვიდეო რგოლი

Loading...

ნოემბერი 2017

ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
 

სიახლის გამოწერა

ამინდი

ვალუტის კურსი

აჭარა


პორტალი შექმნილია ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი“ინტელექტი”–ს მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით
© ქობულეთის მუნიციპალიტეტი 2011
    სტუმართა რაოდენობა: