16 მაისი 2017 წელი

სააქტო დარბაზში შეხვედრა გაიმართა

  ქობულეთის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან და ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა. საინფორმაციო ხასიათის შეხვედრაზე პროექტ „აწარმოე საქართველოში“ შესახებ ისაუბრეს, განიხილეს პროექტის მიზნები და ამოცანები, ასევე პროექტში ჩართვის მექანიზმები და საშუალებები. პროექტი  5000-დან 15 000-მდე ბიზნესიდეების თანადაფინანსებას ითვალისწინებს.

  დაინტერესებული პირების პროექტში ჩართვა სამეტაპიანი საკონკურსო წესით მოხდება. ბიზნესიდეების განაცხადის შევსება ელექტრონულად,  www.qartuli.ge-ზე რეგისტრაციით ხორციელდება. განაცხადების მიღება 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. 

  შეხვედრაზე ყველა დაინტერესებულ პირს  შესაძლებლობა ჰქონდა უშუალოდ პროგრამის ინიციატორებისა და მასში მონაწილე პირებისგან მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია.

   შეხვედრის ბოლოს საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.




ვიდეო რგოლი

Loading...

მაისი 2017

ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
 

გამოკითხვა

ჩვენი საიტი...




 

სიახლის გამოწერა

ამინდი

ვალუტის კურსი

აჭარა


პორტალი შექმნილია ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი“ინტელექტი”–ს მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით
© ქობულეთის მუნიციპალიტეტი 2011
    სტუმართა რაოდენობა: 1 947 078    
ვებ დიზაინი: სტუდია „ანთროპო”