04 აპრილი 2017 წელი

ნაპირდაცვითი სამუშაოები მალე დასრულდება

ქობულეთის სანაპიროზე ნაპირსამაგრი სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება. ინფრასტრუქტურული ღონისძიების განხორციელების შედეგად მოხდება სანაპირო ზოლის პარამეტრების გაზრდა, შემცირდება შტორმის დროს ნაპირსამაგრ საფეხურებიან კედელზე ტალღების ზემოქმედებაც, რაც როგორც ტურისტებსა და დამსვენებლებს, ასევე ადგილობრივ მოსახლეობას საშუალებას მისცემს განახლებული, დაცული სანაპირო ზოლით ისარგებლონ.
ქობულეთის სანაპიროზე პლაჟწარმომქნელი მასალის მკვეთრი დეფიციტის გამო სანაპირო ზოლი არასტაბილური მდგომარეობით გამოირჩევა. მისი პარამეტრები ვერ უზრუნველყოფს შტორმული ტალღების ჩახშობას, რაც იქ არსებულ საფეხურებიან ნაპირდამცავ კედელს აზიანებს. განსაკუთრებული ზიანი მას 2014–2015 წლებში მიადგა.
გასულ წელს ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით სპეციალისტების მიერ მოხდა სანაპირო ზოლის ავარიული უბნების დეტალური კვლევა და შეირჩა სამი ლოკაციის ადგილი, სადაც ხელოვნური პლაჟის შესაქმნელად ყოველწლიურად მოხდება ნატანის შეტანა. სპეციალისტების დასკვნის საფუძველზე წელს პლაჟზე 195 000 მ3 მოცულობის პლაჟშემქნელი მასალის შეტანა მოხდება, ხოლო მომდევნო წლებში სანაპიროზე 50 ათას მ3 მოცულობის ინეტრული მასალა ჩაიყრება.
ნაპირდამცავი სამუშაოები საქართველოს ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებით ხორციელდება. პროექტის ღირებულება 2 271 087 ლარს შეადგენს.




ვიდეო რგოლი

Loading...

ოქტომბერი 2017

ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
 

გამოკითხვა

ჩვენი საიტი...




 

სიახლის გამოწერა

ამინდი

ვალუტის კურსი

აჭარა


პორტალი შექმნილია ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი“ინტელექტი”–ს მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით
© ქობულეთის მუნიციპალიტეტი 2011
    სტუმართა რაოდენობა: