მუნიციპალიტეტის სიახლეები

27 აპრილი 2017 წელი
„ქობულეთის სანაპიროზე ნაპირდამცავი კედლის რეაბილიტაციის პროექტის“ საჯარო განხილვა
გამგეობის სააქტო დარბაზში მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა „ქობულეთის სანაპიროზე ნაპირდამცავი კედლის რეაბილიტაციის პროექტის“ საჯარო განხილვა გამართეს. პროექტი ითვალისწინებს ზღვის სანაპირო ზოლში, არსებული ძველი კედლის დემონტაჟს, ახალი 1900 მეტრი სიგრძის ნაპირსამაგრი საფეხურებიანი კედლის აშენებასა და სანაპიროზე სავალი ნაწილის კეთილმოწყობას.... »»»
.....................................................................................
26 აპრილი 2017 წელი
"ქობულეთის გამწვანება" საგაზაფხულო სამუშაოებს აწარმოებს
ტურისტული სეზონისთვის სამზადისი დაიწყო. ქალაქის ქუჩებში სხვადასხვა აქტივობები ინტენსიურად ხორციელდება. „ქობულეთის გამწვანების“ ორგანიზებით მიმდინარეობს სკვერების, ქუჩებში არსებული მწვანე ზოლებისა და მრვალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების გაცელვითი სამუშაოები. ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პარალელურად მიმდინარეობს დაზიანებული ფილებისა და ბორდიულების აღდგენა. სკვერებისა და მწვანე ზოლების იერსახის მოწესრიგების მიზნით სისტემატურად იმართება გამწვანების აქციები. მწვანე ზოლებში მოიჭრა ზეხმელი ხეები. ... »»»
.....................................................................................
26 აპრილი 2017 წელი
27 აპრილს 15:00 საათზე გამგეობის სააქტო დარბაზში „ქობულეთის სანაპიროზე ნაპირდამცავი კედლის რეაბილიტაციის პროექტის“, ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმისა და სოციალური ანგარიშვალდებულების საჯარო განხილვა გაიმართება. შეხვედრა მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ქობულეთის გამგეობის მხარდაჭერით გაიმართება. დასწრება თავისუფალია. ... »»»
.....................................................................................
26 აპრილი 2017 წელი
რუსთაველის ქუჩის მეორე შესახვევის რეაბილიტაცია
რუსთაველის ქუჩის მეორე შესახვევის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. დღეს სამუშაოების მიმდინარეობა მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში მოეწყობა სანიაღვრე არხები და ტროტუარები, ქუჩის სავალ ნაწილზე დეკორატიული ფილები დაიგება.... »»»
.....................................................................................
26 აპრილი 2017 წელი
ჩაისუბნის საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო
მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით სოფელ ჩაისუბანში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. დღეს მუნიციპალტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 105 აღსაზრდელზეა გათვლილი. ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგლებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორ სართულიანი შენობა აშენდება,... »»»
.....................................................................................
25 აპრილი 2017 წელი
გამგეობის სააქტო დარბაზში შეხვედრა გაიმართა
დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში პროექტ ,,ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურების ამოქმედების ხელშეწყობა აჭარაში" ფარგლებში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტისა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ბავშვთა მიმართ ძალადობაზე, ამ მხრივ განსახორციელებელ საკანონმდებლო ცვლილებებსა და პროცედურებზე ისაუბრეს, ასევე ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების ამოქმედებისა და დაკისრებული ვალდებულებების აღსასრულებლად გამგეობის შიდა სამოქმედო ინსტრუქციის შემუშავებაზე იმსჯელეს.... »»»

გამგეობა სანაპიროზე შეზლონგების განსათავსებლად აუქციონს აცხადებს
ქობულეთის გამგეობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ზღვისპირა პლაჟის ზოლში შეზლონგების განთავსების მიზნით სექტორების სარგებლობის უფლებით (იჯარით) განკარგვაზე პირობიან საჯარო აუქციონს აცხადებს. აუქციონი მიმდინარე წლის 24 მაისს 14:00 საათზე კულტურის სახლის შენობაში ჩატარდება. აუქციონში მონაწილეთა რეგისტრაცია და აუქციონის მონაწილის ბილეთის გაცემა იწარმოებს შემდეგ მისამართზე: ქ. ქობულეთი, დავით აღმაშენებლის გამზირი N141, გამგეობის ადმინისტრაციული შენობის მე-3 სართული.... »»»
.....................................................................................
24 აპრილი 2017 წელი
ქობულეთში სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლიან
ქობულეთში ქარიშხლის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. ქარიშხალმა მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. დღეს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები ქობულეთის მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად სოფელ ქობულეთსა და დაბა ოჩხამურში სტიქიით დაზარალებულები მოინახულეს და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ. ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა ათეულობით საცხოვრებელი სახლის სახურავი და ელექტროგადამცემი ხაზები. ამ დროისათვის ელექტრო მომარაგება სრულად აღდგენილია.... »»»
.....................................................................................
23 აპრილი 2017 წელი
ქობულეთში სტიქიას ებრძვიან
ქობულეთში სტიქიას ებრძვიან. ქარიშხალმა მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან ევგენიძე დაბა ჩაქვში სტიქიით დაზარალებულების მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. დაზიანდა ათეულობით საცხოვრებელი სახლის სახურავი, მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები. ამ დროისათვის ელექტრო ენერგია 2000-მდე აბონენტს არ მიეწოდება. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ... »»»
.....................................................................................

ვიდეო რგოლი

Loading...

აპრილი 2017

ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
 
გამოკითხვა

ჩვენი საიტი...

სიახლის გამოწერა

ამინდი

ვალუტის კურსი

აჭარა

პორტალი შექმნილია ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი“ინტელექტი”–ს მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით
© ქობულეთის მუნიციპალიტეტი 2011
    სტუმართა რაოდენობა: 1 839 683    
ვებ დიზაინი: სტუდია „ანთროპო”