მუზეუმები

  ქობულეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში 4 500-ზე მეტი სამუზეუმო ექსპონატია დაცული, რომლებიც წარმოადგენენ არქეოლოგიურ, ისტორიულ, ეთნოგრაფიულ თუ ბუნების წიაღში ნამარხ ნიმუშებს. მუზეუმში არქეოლოგიური განყოფილება წარმოდგენილია სოფელ ქობულეთსა და ხუცუბანში პირველყოფილი ადამიანის ნამოსახლარებზე აღმოჩენილი 9 000 წლის წინანდელი შრომითი და ყოფითი ნივთების ექსპონირებით, ექსპოზიციაში ქვის ხანას ბრინჯაოს პერიოდი მოყვება, სადაც წარმოდგენილია როგორც ადრე ბრინჯაოს, ისე ბრინჯაო-რკინის ხანის მასალები: სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ჭურჭლის ფრაგმენტები საკულტო-რელიგიური ნიშნებით, კოლხური ცული, ქვის საწაფები და სხვა, ხოლო ანტიკური პერიოდი წარმოდგენილია ფიჭვნარის ძვ.. V-IV სს-ის კოლხური და ელინური სამაროვნებით, სხვადასხვა დანიშნულების თიხის ნაკეთობებით, სამკაულებით, რომაული და ანტიკური ამფორებით, აქვეა დაცული ვერცხლის ფული, კოლხური თეთრები და ცნობილი სინოპი. მუზეუმში დაცულია XVIII-XIX სს-ში .. დედაბრული ხელით გადაწერილი შელოცვების წიგნი, ასევე ისპანის ტორფნარში ნამარხი რელიქტური ტყის ნარჩენები, რომლებიც წარმოდგენილია მოქანდაკე ვაჟა ვერულიძის მიერ აღმოჩენილი თვითმყოფადი რკინის, ასევე შავი, წითეელი და ყავისფერი ხის ქანდაკებების სახით.

  ქობულეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შენობის მეორე სართულზე განთავსებულია საკონფერენციო და კინო-დოკუმენტალისტიკის დარბაზი, ასევე სამეცნიერო-ლაბორატორიული და ადმინისტრაციული კაბინეტები.

ვიდეო რგოლი

Loading...

თებერვალი 2017

ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28
 

გამოკითხვა

ჩვენი საიტი...




 

სიახლის გამოწერა

ამინდი

ვალუტის კურსი

აჭარა


პორტალი შექმნილია ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი“ინტელექტი”–ს მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით
© ქობულეთის მუნიციპალიტეტი 2011
    სტუმართა რაოდენობა: 1 634 752    
ვებ დიზაინი: სტუდია „ანთროპო”