პროფესიული სასწავლებლები

საზოგადოებრივი კოლეჯი "ახალი ტალღა"

  ქობულეთის პროფესიული სასწავლებელი დაარსდა 1964 წელს, როგორც სამშენებლო პროფილის სასწავლებელი. 1976 წელს იგი იქცა N90 ტექნიკურ სასწავლებლად, 1985 წელს საშუალო პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებლად, ხოლო 1995 წლიდან პროფესიულ ლიცეუმად.

  2006 წლიდან განათლების რეფორმის შედეგად მოხდა N90 პროფესიული ლიცეუმის პროფესიულ ტურიზმის ცენტრად გადაკეთება. განათლების სამინისტროს ხელშეწყობით დამყარდა კონტაქტები უცხოელ პარტნიორებთან, მოხდა პროფესიული ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება, რის შედეგადაც სასწავლებელს გააჩნია თანამედროვე აღჭურვილობის კლას-ლაბორატორიები და პრაქტიკის ობიექტები. 2011 წლის დეკემბერში ქობულეთის პროფესიულმა კოლეჯმა გაიარა ავტორიზაცია და საზოგადოებრივი კოლეჯის სტატუსი მოიპოვა.

საზოგადოებრივ კოლეჯში არსებობს შემდეგი ფაკულტეტები:

ტურიზმის ფაკულტეტი             


სასტუმრო საქმის მწარმოებელი;
მიმღები-ადმინისტრატორი;

ბარმენი;
სარესტორნო საქმის მწარმოებელი;
გიდი;
საფეხმავლო გიდი;
ტურ-ოპერატორი;
კულინარული ხელოვნება - მზარეული;
კონდიტერი;
დასუფთავების სამსახური.

სამშენებლო ფაკულტეტი
კალატოზი;
მეფილე-მომპირკეთებელი;
მღებავი;
შემდუღებელი;
ზეინკალ-სანტექნიკოსი;
ელექტრიკოსი;
საავტომობილო გზებისა  და აეროდრომების მშენებელ-ტექნიკოსი;
თაბაშირ-მუყაოს სპეციალისტი;
რკინა-ბეტონის სამუშაოთა მწარმოებელი (მეარმატურე, მეყალიბე, მებეტონე);
ამწის მემანქანე;
მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორი.

დამატებითი სპეციალობები
ოფის-მენეჯერი;
კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსი;
ღონისძიების მომწყობი;
სამაცივრო მოწყობილობების ტექნიკოსი;
ავტო-საქმე - დიაგნოსტიკა და შეკეთება;
მეფუტკრე.

4-5 საფეხურის პროგრამები
ფარმაცევტის თანაშემწე;
მშენებლობის მწარმოებელი;
სარესტორნო საქმის მწარმოებელი;
სასტუმრო საქმის მწარმოებელი.

 http://www.kpc.ge/faculti.html

ვიდეო რგოლი

Loading...

აგვისტო 2017

ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
 

გამოკითხვა

ჩვენი საიტი...




 

სიახლის გამოწერა

ამინდი

ვალუტის კურსი

აჭარა


პორტალი შექმნილია ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი“ინტელექტი”–ს მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით
© ქობულეთის მუნიციპალიტეტი 2011
    სტუმართა რაოდენობა: