ისტორიულ გეოგრაფიული ექსკურსი

     ქობულეთის მუნიციპალიტეტი მდებარეობს საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჩრდილოეთ ნაწილში. იგი იწყება კოლხეთის სამხრეთ-დასავლეთის ჭაობიანი დაბლობით და იშლება ჩოლოქის, ცხრაფონას, აჭყვას, კინტრიშის, კინკიშას, დეხვასა და ჩაქვის წყლის ხეობებში.
    
 

      ქობულეთის მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთით ესაზღვრება ოზურგეთის მუნიციპალიტეტი (მუნიციპალიტეტთან საზღვრის სიგრძე-55 კმ), სამხრეთით  - ქედისა (მუნიციპალიტეტთან საზღვრის სიგრძე-33 კმ) და შუახევის (მუნიციპალიტეტთან საზღვრის სიგრძე-21.4კმ) მუნიციპალიტეტები, დასავლეთით კი აკრავს შავი ზღვა (ზღვისპირა ზოლი -24კმ). მუნიციპალიტეტის ტერიტორია შეადგენს 711.8კვ/კმ-. მისი ცენტრი . ქობულეთი განფენილია უშუალოდ შავი ზღვის სანაპიროზე, საშუალოდ ზღვის დონიდან 10-ის სიმაღლეზე.
    

       ქობულეთის მუნიციპალიტეტში საერთაშორისო მნიშვნელობის გზების სიგრძეა 32კმ, საერთაშორისო - 19კმ, ადგილობრივი მნიშვნელობის - 240კმ, ხოლო ხიდები 87-ია, რომელთა საერთო სიგრძეა -  982
    

       ქობულეთის მუნიციპალიტეტში ატმოსფერული ნალექების რაოდენობა წელიწადში 2500-3000მმ- უდრის. მაქსიმუმი მოდის სექტემბერზე, ხოლო მინიმუმი - მაისზე. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 13-15 გრადუსს აღემატება. მუნიციპალიტეტისათვის დამახასიათებელია ნიადაგების მრავალფეროვნება: ზღვისპირა დაბლობებში ტორფ-ჭაობიანი ნიადაგებია, ხეობებში ალპური ქანებია, გორაკ-ბორცვიან ზოლში გავრცელებულია წითელმიწა-ნიადაგები, ხოლო უფრო მაღალ ადგილებში გაეწრებული ნიადაგებია, სადაც კარგად ხარობს სუბტროპიკული კულტურები.
   

       ქობულეთის მუნიციპალიტეტი დაყოფილია 1 ქალაქ,2 დაბასადა 17სასოფლო საკრებულოს ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულებად. მოსახლეობა შეადგენს 94602 კაცს,მოსახლეობის სიმჭიდროვე კი -1კვ. კმ-ზე 123 კაცია. 2002წლის აღწერით მოსახლეობის 94,7% ქართველია, 0.06% -აფხაზი 0.04%-ოსი, 1.1%-სომეხი, 1.9%-რუსი, 0.09%-აზეირბაიჯანელი, 1.7%-ბერძენი, 0.2%-უკრაინელი, 0.2%-სხვა.
  

      ქობულეთის ისტორია ათასწლეულებს ითვლის.რეგიონი მდიდარია ქვის ხანის ადრეფეოდალური და ანტიკური არქეოლოგიური ძეგლაბით, რაც ძველ კოლხეთსა და საერთოდ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქალაქო ცენტრის არსებობას ადასტურებს. აქ ნაპოვნია ძვ. . აღ. V-ის ოქროს ბრწყინვალე ნაკეთობები - ჭურჭელი, სამკაულები, ლარნაკები და .. ასევე ოქროს ფიგურიანი კრატერი, რომელიც მსოფლიოში სულ რამდენიმეა. დამთვალიერებელთა აღფრთოვანებას იწვევს ფიჭვნარისა და სოფელ კოხის ნასახლარები, სოფელ ზენითის საწნახელი, პეტრას, თეთროსნის, ელიასა და ალამბრის ციხეთა ნანგრევები თუ შუა საუკუნეების თაღოვანი ხიდები.
     XIX  საუკუნის მეორე ნახევარში ქობულეთის  ზღვისპირაზოლი ელიტარულ კურორტად იქცა. იგი რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის განკარგულებით გადაეცა იმმთავარსარდლებს,რომლებმაც თავი გამოიჩინეს რუსეთ-თურქეთის ომის დროს. გავლენიანმამაღალჩინოსნებმა სათანადოდ შეაფასეს ნაჩუქარი მიწის მნიშვნელობა და დაიწყესქობულეთის ზღვისპირა ზოლის განაშენიანება მდიდრული აგარაკებით, სადაც ოჯახისწევრებთან ერთად ზაფხულისა და ზამთრის შვებულებებს.

     ქობულეთისგამაჯანსარებელი კლიმატის ძალამ სულ რამდენიმე წელიწადში გაითქვა სახელი უზარმაზარიმპერიაში. კურორტის შესახებ არა მხოლოდ საუბრობდნენ, არამედ წერდნენ კიდეც. რისიმოწმობაცაა პუბლიკაციები იმდროინდელი ყველაზე ცნობილი გაზეთის  ”კავკაზის”ფურცლებზე, სადაც გამოჩენილი ექიმები პანტიუხოვი და პერედელსკი წერდნენ ქობულეთის უნიკალურიგამაჯანსაღებელი ჰავის შესახებ. ისინი იხსენიებდნენ ქობულეთს როგორც ”სამეკალოვკას”(რუსული დიდგვაროვნების დასახლება) და უწოდებდნენ ”რუსულ რივიერას”. ექიმპრეობრაჟენსკისა და პროფესორ შერბაკოვის აზრებზე დაყრდნობით შიეძლება ითქვას, რომქობულეთის ჰავა საუკეთესოდ მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემასა თუსასუნთქ ორგანოებზე.

     საქართველოსგასაბჭოების შემდეგ არისტოკრატთა აგარაკები წითელი კომისიების მფლობელობაშიგადავიდა. ერთერთი საუკეთესო აგარაკი, რომელსაც სამედიცინო თვალსაზრისით იდეალური ადგილმდებარეობაჰქონდა, ლავრენტი ბერიას საკუთრება გახდა, რომელიც მოგვიანებით სანატორიუმ”საქართველოდ” გადაკეთდა. დღეს კი ამ ადგილასთანემედროვე ხუთვარსკვლავიანისპა-სასტუმრო ”ჯორჯია პალასია”. იგი როგორც დღესუწინაც დიდ პოპულარულ დასასვენებელადგილად ითვლებოდა და მას ბევრი ცნობილი და გამოჩენილი ადამიანი სტუმრობს დღესაც. 1923 წლიდან ქობულეთი სახელმწიფო მნიშვნელობის კურორტად გამოცხადდა, ხოლო აქ  XX-ის I ნახევარში განვითარება ჰპოვა მეჩაიეობა-მეციტრუსეობამ.

     თანამედროვე ქობულეთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკა განპირობებულია სამეწარმეო სფეროში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებით. კურორტისა და სოფლის მეურნეობის ძირითადი შემოსავალი კერძო სექტორზე მოდის.

 

 

ვიდეო რგოლი

Loading...

აგვისტო 2017

ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
 

გამოკითხვა

ჩვენი საიტი...




 

სიახლის გამოწერა

ამინდი

ვალუტის კურსი

აჭარა


პორტალი შექმნილია ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი“ინტელექტი”–ს მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით
© ქობულეთის მუნიციპალიტეტი 2011
    სტუმართა რაოდენობა: