მუნიციპალიტეტის სიახლეები

18 აგვისტო 2017 წელი
შოთა (ალექსანდრე) ძაგნიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
ქობულეთის მუზეუმში ცნობილი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის შოთა (ალექსანდრე) ძაგნიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ფოტო - გამოფენა „იალბუზი 1925“ მოეწყო, რომელიც 30 ფოტოსურათს მოიცავს. ფოტოები სხვადასხვა ავტორებს ეკუთვნის და ესპედიციის მნიშვნელოვან მომენტებს ასახავს. ისტორიული მნიშვნელობის ფოტოები ქობულეთის მუზეუმის ფონდში დარჩება. ასევე მოეწყო ბუკლეტების „იალბუზზე ასვლა პრეზენტაცია და დოკუმენტური ფილმის კინოჩვენება.... »»»
.....................................................................................
18 აგვისტო 2017 წელი
55 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ფართი გადაეცა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ თამარის დასახლებაში მდებარე „სოციალურ სახლში“ 58 ეკომიგრანტ ოჯახს, რომელთა შორის 55 ოჯახი ქობულეთის მუნიციპალიტეტის მკვიდრია საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში გადასცა. ბინების მიღება მოსახლეობას ზურაბ პატარაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ რამაზ ბოლქვაძესთან, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ზაალ მიქელაძესთან და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელ სულხან ევგენიძესთან ერთად მიულოცა. ... »»»
.....................................................................................
17 აგვისტო 2017 წელი
17 აგვისტოს გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის სხდომა
7 აგვისტოს გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის სხდომა ნაილე ლაზიშვილის თავმჯდომარეობით. სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი. კომისიის წევრებმა იმსჯელეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 16 აგვისტოს N01/ მომართვა -ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 27 ივლისის N01/6791 მომართვა ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის 2017 წლის მეორე კვარტალის ანგარიშის შესრულების ცნობად მიღების შესახებ.... »»»
.....................................................................................
17 აგვისტო 2017 წელი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა
2017 წლის 18 აგვისტოს 12-00 საათზე ტარდება ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ქობულეთის მუნიციპალიტეტის შენობაში მესამე სართულზე, სააქტო დარბაზში. (მის: ქობულეთი, დ.აღმაშენებლის გამზირი N141); 1.ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 16 აგვისტოს N01/7662 მომართვა -,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე; (მომხსენებელი ს.ევგენიძე) (თანამომხსენებელი მ.რომანაძე) ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ... »»»
.....................................................................................
16 აგვისტო 2017 წელი
ზურაბ პატარაძემ სოფელ ქაქუთში გზის ასფალტირება დაათვალიერა
დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის მთავრობის წარმომადგენლებთან და ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად საქორია-ქაქუთის გადასასვლელ მონაკვეთზე მიმდინარე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. ამ ეტაპისთვის სოფელ ქაქუთში 2500 მ-ზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს. აჭარის ა/რ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის 2017 წლის ბიუჯეტით ქობულეთის მუნიციპალიტეტში 35 კმ ასფალტობეტონის საფარის მოწყობა-რეაბილიტაციაა გათვალისწინებული.... »»»
.....................................................................................
12 აგვისტო 2017 წელი
ამფითეატრში კონცერტი ჩატარდა
ქობულეთის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ზღვისპირა პარკის ამფითეატრში მაგდა ვასაძის, ავთანდილ აბესლამიძისა და გიორგი ნაკაშიძის მონაწილეობით შოუ-კონცერტი გაიმართა. საღამოზე ესტრადის ვარვსკვლავებმა ქართული და უცხოური ჰიტები შეასრულეს. ღონისძიება ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა. ... »»»
.....................................................................................
11 აგვისტო 2017 წელი
ქობულეთში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს
ქობულეთში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა საქართველოს პარლამენტში ქობულეთის მაჟორიტარ დეპუტატ კობა ნაკაიძესთან ერთად ომში დაღუპული მეომრების - ავთანდილ ქამაშიძისა და ვაჟა შაინიძის საფლავები მოინახულეს და მათი ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს 10 ქობულეთელი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა.... »»»
.....................................................................................
09 აგვისტო 2017 წელი
2017 წლის 11 აგვისტოს 12:00 საათზე ტარდება ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ქობულეთის მუნიციპალიტეტის შენობაში მესამე სართულზე, სააქტო დარბაზში. (მის: ქობულეთი, დ.აღმაშენებლის გამზირი N141)... »»»
.....................................................................................
08 აგვისტო 2017 წელი
8 აგვისტოს დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს
დღეს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა საქართველოს პარლამენტში ქობულეთის მაჟორიტარ დეპუტატ კობა ნაკაიძესთან ერთად რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მეომრების - რაულ მჟავანაძის, ომარ ასლანიძის, გიორგი ქათამაძის, ამირან და გიორგი შაინიძეების საფლავები მოინახულეს და მათი ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.... »»»
.....................................................................................
08 აგვისტო 2017 წელი
მოქალაქეთა საშემოდგომო გაწვევა დაიწყო
საქართველოს სამხედრო ძალებში მოქალაქეთა საშემოდგომო გაწვევა 1 აგვისტოდან 29 დეკემბრამდე განხორციელდება. სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვეულები არიან 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეები, რომლებსაც არა აქვთ სამხედრო ძალებში გაწვევისაგან გათავისუფლების ან მისი გადავადების უფლება. სამხედრო სამსახურში გაწვეული მოქალაქეები ვალდებულნი არიან გასაწვევ უბნებში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით გამოცხადდნენ.... »»»
.....................................................................................

ვიდეო რგოლი

Loading...

აგვისტო 2017

ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
 

გამოკითხვა

ჩვენი საიტი...




 

სიახლის გამოწერა

ამინდი

ვალუტის კურსი

აჭარა


პორტალი შექმნილია ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი“ინტელექტი”–ს მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით
© ქობულეთის მუნიციპალიტეტი 2011
    სტუმართა რაოდენობა: