მუნიციპალიტეტის სიახლეები

28 ივლისი 2017 წელი
მთავრობის თავმჯდომარე დაბა ოჩხამურში იმყოფებოდა
დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსთან, არჩილ ჩიქოვანთან და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ქობულეთის მუნიციპალიტეტში ცეცხლაური-ჯიხანჯურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. ასფალტის საფარი 3 კილომეტრამდე მონაკვეთზე დაიგო, გარდა ამისა, ცეცხლაური-ჯიხანჯურის მიმართულებით ამ ეტაპზე მოწყობილია 1444 გრძ.მ. ბეტონის არხი, ასევე 52 გრ.მეტრის საყრდენი კედლები. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. “სამკუთხედი” ასრულებს და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 1 098 878 ლარს შეადგენს.... »»»
.....................................................................................
27 ივლისი 2017 წელი
28 ივლისს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება
2017 წლის 28 ივლისს 12:00 საათზე ტარდება ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ქობულეთის მუნიციპალიტეტის შენობაში მესამე სართულზე, სააქტო დარბაზში. (მის: ქობულეთი, დ.აღმაშენებლის გამზირი N141).... »»»
.....................................................................................
26 ივლისი 2017 წელი
ჩაისუბანში საბავშვო ბაღი შენდება
ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ ჩაისუბანში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 105 აღსაზრდელზეა გათვლილი. ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგლებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორ სართულიანი შენობა აშენდა, რომელიც შშმ პირებისათვის ადაპტირებული იქნება. საბავშვო ბაღში მოეწყობა საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერტილები, დარბაზი და დამონტაჟდება ცენტრალური გათბობის სისტემა. ინფარსტრუქტურლი ღონისძიებისთვის ბიუჯეტიდან 377 773 ლრი დაიხარჯება, სამუშაოებს შპს „ინტერ პლიუსი“ აწარმოებს.... »»»
.....................................................................................
26 ივლისი 2017 წელი
გამგებელმა დაზარალებულები მოინახულა
ჩაისუბანში წუხელ გვიან ღამით საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ დღეს დაზარალებულები მოინახულა და შესაძლებლობის ფარგლებში დახმარება აღუთქვა. საცხოვრებელი სახლი სავარაუდოდ სიძველის გამო ჩამოინგრა. ნგრევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაზარალებულებს სამედიცინო დახმარება დროულად გაეწიათ. ამ ეტაპისთვის მდგომარეობა სტაბილურია. დაზარალებულებს სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები არ მიუღიათ.... »»»
.....................................................................................
25 ივლისი 2017 წელი
2017 წლის 24 ივლისს გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული 18 საკითხი განიხილებოდა . სხდომაზე პირველ საკითხად დეპუტატებმა იმსჯელეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის მიზანშეწონილობის, განკარგვის ფორმებისა და პირობების განსაზღვრის კომისიის მიერ განხილული საკითხების შესახებ და სეზონური იჯარების გაცემაზე შემოტანილი 22 მოქალაქის ... »»»
.....................................................................................
24 ივლისი 2017 წელი
"მომავალი C-ს გარეშე"
ქობულეთში C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი მიმდინარეობს. ჰეპატიტზე ანალიზის ჩაბარება მსურველებს 16:00 საათამდე ცენტრალურ პარკში, ამფითეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეუძლიათ. ტესტირებისას გამოვლენილი დადებითი შედეგის მქონე პირები ავტომატურად გახდებიან C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარები. სახელმწიფო პროგრამა C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა დიაგნოსტიკასა და მათ უფასო მკურნალობას მოიცავს.... »»»
.....................................................................................
24 ივლისი 2017 წელი
ქობულეთში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა
ქობულეთში საქველმოქმედო აქცია გაიმართა. აქციის ფარგლებში ორასამდე ქობულეთელმა უფასო სამედიცინო მომსახურებით ისარგებლა. აქციის მიმდინარეობის პროცესს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე ქობულეთის მაჟორიტარ დეპუტატ კობა ნაკაიძესთან და ქობულეთის საკრებულოს ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარე ნათია თხილაიშვილთან ერთად გაეცნო. მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ კარდიოლოგის, ონკოლოგის, ონკომამოლოგის, ნევროლოგის, ტრავმატოლოგის, თერაპევტის, პედიატრისა და ენდოკრინოლოგის კონსულტაციები. ... »»»
.....................................................................................
21 ივლისი 2017 წელი
ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდგომარეობა სტაბილურია
ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდგომარეობა სტაბილურია. დამეწყრილი სასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია, სასოფლო გზებზე სატრანსპორტო მიმოსვლა არ არის შეფერხებული.დაბა ჩაქვში 100 -მდე ოჯახს შეზღუდვით მიეწოდება წყალმომარაგება და გაზი, ასევე ძლიერი წვიმის შედეგად სოფელ ჯიხანჯურში დაზიანდა ელექტრო გადამცემი ხაზები, 340-მდე აბონენტს არ მიეწოდება ელექტრო ენერგია.... »»»
.....................................................................................
20 ივლისი 2017 წელი
სულხან ევგენიძემ ქვედა აჭყვაში სტიქიის შედეგად დაზიანებული ადგილები მოინახულა
მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ ქვედა აჭყვაში სტიქიის შედეგად დაზიანებული ადგილები მოინახულა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. ამ დროისათვის სასოფლო გზა გაწმენდილია და სატრანსპორტო მიმოსვლა აღდგენილია. ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდგომარეობა სტაბილურია. სალიკვიდაციო ღონისძიებები ხვალ დილიდანვე განახლდება.... »»»
.....................................................................................
20 ივლისი 2017 წელი
სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბის სხდომა მიმდინარეობს
ამ წუთებში მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე ხელმძღვანელობს. შტაბის წევრებმა შემაჯამებელ სხდომაზე განხორციელებული ღონისძიებები განიხილეს და ხვალინდელი დღის სამოქმედო გეგმის შედგენაზე მუშაობენ.... »»»
.....................................................................................

ვიდეო რგოლი

Loading...

სექტემბერი 2017

ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
 

გამოკითხვა

ჩვენი საიტი...




 

სიახლის გამოწერა

ამინდი

ვალუტის კურსი

აჭარა


პორტალი შექმნილია ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი“ინტელექტი”–ს მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით
© ქობულეთის მუნიციპალიტეტი 2011
    სტუმართა რაოდენობა: