მუნიციპალიტეტის სიახლეები

30 მაისი 2017 წელი
უბნებს შორის მინი ფეხბურთი დასრულდა
უბნებს შორის ფეხბურთში ფინალური შეხვედრა დასრულდა. სპორტულ შეჯიბრებაში გამარჯვება ჭავჭავაძის უბანმა მოიპოვა. გამარჯვებულ გუნდს მუნიციპალიტეტის ხელძღვანელმა პირებმა სასაჩუქრე ვაუჩერები, სიგელები და მედლები გადასცა. ტურნირი 19 მაისს დაიწყო, რომელშიც 8 გუნდი მონაწილეობდა. უბნებს შორის ფეხბურთი მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტის განყოფილების ორგანიზებით გაიმართა. ... »»»
.....................................................................................
29 მაისი 2017 წელი
სკვერების რეაბილიტაცია გრძელდება
ქობულეთის მუნიციპლიტეტში სკვერების რეაბილიტაცია გრძელდება. ინფრასტრუქტურული ღონისძიების განსახორციელებლად გამგეობა 508 000 ლარს დახარჯავს. პროექტის ფარგლებში სკვერებში მოეწყობა მწვანე ზოლი, დამონტაჟდება განათების სისტემა, დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება ბილიკები, სადაც დეკორატიული სკამები განთავსდება.... »»»
.....................................................................................
26 მაისი 2017 წელი
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა
ქობულეთში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გალა კონცერტით დასრულდა. ცენტრალურ პარკის ამფითეატრში ადგილობრივმა ანსამბლებმა და ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს. ღოსნისძიების დასრულების შემდეგ ქობულეთის პარკის ადმინისტრაციამ ბავშვებს სიურპრიზი მოუწყო, პატარებისთვის ატრაქციონები იყო უფასო.... »»»
.....................................................................................
25 მაისი 2017 წელი
სოფლის მეურნეობის სამინისტოს პროგრამების პრეზენტაცია
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლაშა კომახიძემ ქობულეთის მოსახლეობას მუნიციპალიტეტში 2017 წელს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებს გააცნო. მიმდინარე წელს ქობულეთის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც გულისხმობს მომსახურების ცენტრის შექმნას. აღნიშნული ცენტრში მოხდება ფერმერის მიერ ნამეტი პროდუქციის პირველადი დამუშავება, შეფუთვა და მისთვის საბაზრო სახის მიცემა.... »»»
.....................................................................................
25 მაისი 2017 წელი
სანაპირო ზოლის დასუფთავება მიმდინარეობს
ქობულეთში ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით აქტიური სამზადისი მიმდინარეობს. ქობულეთის სანდასუფთავების ორგანიზებით ზღვის სანაპირო ზოლი სუფთავდება. დასუფთავების პარალელურად სანდასუფთავების ორგანიზებით ცენტრალურ პარკსა და თამარ მეფის სანაპიროზე სანაგვე ურნები განთავსდება. სანაპირო ზოლი 1 ივნისიდან ყოველდღიურად დასუფთავდება.... »»»
.....................................................................................
24 მაისი 2017 წელი
შეზლონგების განთავსების მიზნით აუქციონი ჩატარდა
დღეს ქობულეთში ზღვისპირა ზოლში შეზლონგების განთავსების მიზნით სექტორების სარგებლობის უფლებით (იჯარით) განკარგვაზე პირობიანი აუქციონი ჩატარდა. საჯარო აუქციონის შედეგად გამარჯვებულებად გამოცხადდნენ პრეტენდენტები, რომლებმაც მაღალი სარგებლობის ფასი წარმოადგინეს. ქობულეთის მუნიციპალიტეტში ზღვისპირა ზოლი დაყოფილია 5 ზონად, რომლებიც 143 სექტორისგან შედგება. აუქციონის შედეგად დღეს 55 სექტორზე გამოვლინდა გამარჯვებული. თავისუფალ სექტორებზე აუქციონის გამოცხადება ხელმეორედ მოხდება. ... »»»
.....................................................................................
24 მაისი 2017 წელი
შეხვედრა რჩეულ ქობულეთელებთან
სასტუმრო „ჯორჯია პალასში“ 2016 წლის რჩეული ქობულეთელის დაჯილდოება გაიმართა. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ქობულეთის თვითმმართველობის ორგანოებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროექტი „რჩეული ქობულეთელი“ 2012 წლიდან ყოველწლიურად იმართება და მიზნად ისახავს იმ ადამიანთა გამოვლენას, რომლებმაც საკუთარი შრომით, საქმითა თუ ცხოვრებით გარკვეული წვლილი შეიტანა მუნიციპალიტეტისა და საზოგადოების სამსახურში... »»»
.....................................................................................
24 მაისი 2017 წელი
25 მაისს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება
2017 წლის 25 მაისს 12:00 საათზე ტარდება ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ქობულეთის მუნიციპალიტეტის შენობაში მესამე სართულზე, სააქტო დარბაზში. (მის: ქობულეთი, დ.აღმაშენებლის გამზირი N141).... »»»
.....................................................................................
23 მაისი 2017 წელი
უბნებს შორის ტურნირი
ქობულეთის მუნიციპალიტეტში უბნებს შორის მინი-ფეხბურთში შეჯიბრება დაიწყო. თამაში ყოველდღიურად 16:00 საათიდან 19:00 საათამდე სასპორტო სკოლაში იმართება. სპორტულ შეჯიბრებაში 7 ქალაქის და 1 სოფლის ნაკრები გუნდები მონაწილეობენ. ფინალური შეხვედრა 28 მაისს გაიმართება, გამარჯვებულ გუნდებს ორგანიზატორებისაგან პრიზები და ფასიანი საჩუქრები გადაეცემათ. სპორტული შეჯიბრება გამგეობის სპორტის განყოფილების ორგანიზებით გაიმართება. ... »»»
.....................................................................................
22 მაისი 2017 წელი
კინტრიშისა და დეხვას კალაპოტის მოწესრიგება მიმდინარეობს
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა მელიორაციის სამსახურის წარმომადგენელთან ერთად ზღვის სანაპირო ზოლზე მდინარე კინტრიშისა და მდინარე დეხვას კალაპოტის გასწორხაზოვნების სამუშაოები დაათვალიერეს. ზამთარში ძლიერი შტორმის შედეგად მდინარეებმა კალაპოტი შეიცვალა და სანაპიროს კილომეტრიანი მონაკვეთი დააზიანა. ... »»»
.....................................................................................

ვიდეო რგოლი

Loading...

ივნისი 2017

ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
 

გამოკითხვა

ჩვენი საიტი...




 

სიახლის გამოწერა

ამინდი

ვალუტის კურსი

აჭარა


პორტალი შექმნილია ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი“ინტელექტი”–ს მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით
© ქობულეთის მუნიციპალიტეტი 2011
    სტუმართა რაოდენობა: 2 044 064    
ვებ დიზაინი: სტუდია „ანთროპო”