მუნიციპალიტეტის სიახლეები

05 ივნისი 2017 წელი
გურამ თამაზაშვილის საიუბილეო საღამო გაიმართა
ქობულეთის კულტურის სახლში გურამ თამაზაშვილის საიუბილეო საღამო გაიმართა. საღამოზე სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ვახტანგ გორგასლისა და ღირსების ორდენების კავალერი, ლეგენდარული „ქართული ხმების სოლისტი" და ანსამბლ „ალილოს" დამაარსებლი გურამ თამაზაშვილი გაიხსენეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს. კონცერტი გურამ თამაზაშვილის სახელობის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ „მხედრულის“,... »»»
.....................................................................................
05 ივნისი 2017 წელი
გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე ქობულეთში
ქობულეთში გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. გამგეობის მხარდაჭერით სხვადასხვა აქტივობა გაიმართა. გამწვანებისა და დასუფთავების სამსახურების ორგანიზებით გამწვანებისა და დასუფთავების აქციები ჩატარდა. დასუფთავდა ფიჭვნარის მწვანე ზოლი, ასევე დაირგო კლიპტომერიის ნერგები. აქციაში მონაწილეობა ქობულეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა და მუნიციპალიტეტის წარმომადგნლებმა მიიღეს.... »»»
.....................................................................................
05 ივნისი 2017 წელი
გამგებელი აიპების ხელმძღვანელებს შეხვდა
ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე აიპების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრაზე ტურისტული სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით ისაუბრეს და ტურისტული სეზონის ეფექტურად ჩატარების მიზნით გეგმა შეიმუშავეს. ტურისტული სეზონისთვის მზადება ქობულეთში აქტიურად მიმდინარეობს.... »»»
.....................................................................................
02 ივნისი 2017 წელი
ქალაქ ერზინჯანის დელეგაცია ქობულეთს სტუმრობდა
ქობულეთის გამგებლის მოადგილე მალხაზ რომანაძე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან და რესურსცენტრის დირექტორთან ერთად თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ერზინჯანის სკოლა ლიცეუმის „უგურის“ მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და თურქეთის ზოგადი განათლების სისტემასა და პროექტებზე ისაუბრეს.თურქეთის დელეგაცია სამ დღიანი ვიზიტით გაცვლითი პროგრამით სოფელ ხალას საჯარო სკოლაში იმყოფება.... »»»
.....................................................................................
01 ივნისი 2017 წელი
ბავშვთა დაცვის დღე ქობულეთში
ქობულეთის მუნიციპალიტეტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა. გამგეობის, სასპორტო სკოლისა და ბაღების გაერთიანების ორგანიზებით მოეწყო სხვადასხვა აქტივობები. ბავშვთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დილიდან დაიწყო. პირველ საჯარო სკოლაში სკოლებს შორის სპორტული შეჯიბრი „მხიარული თამაშები“ ჩატარდა, ასევე სპეციალურად პატარებისთვის, ბათუმის საბავშვო სტუდია „ოქროს გასაღებმა“ თეატრალური წარმოდგენა ,,ბურატინოს თავგადასავალი“ წარმოადგინა.... »»»
.....................................................................................
01 ივნისი 2017 წელი
გელაურსა და ზენითში საბავშვო ბაღები გაიხსნა
დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ გელაურში ახალი საბავშვო ბაღი საზეიმოდ გახსნეს. გელაურის დასახლებაში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება წლების განმავლობაში არ არსებობდა. საბავშვო ბაღი 105 აღსაზრდელზეა გათვლილი, სადაც 19 ადამიანია დასაქმებული. დღესვე საბავშვო ბაღი სოფელ ზენითშიც გაიხსნა. საბავშვო ბაღში 70 აღსაზრდელი მიიღებს სკოლამდელ განათლებას და 15 ადამიანია დასაქმებული.... »»»
.....................................................................................
01 ივნისი 2017 წელი
ქობულეთში ვეტერინარული კლინიკა გაიხსნა
დღეს სოფელ გვარაში აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლაშა კომახიძემ და ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ ევროპული სტანდარტებით აღჭურვილი ვეტერინარული კლინიკა გახსნეს. ვეტერინარული კლინიკაში განთავსებულია აფთიაქი, ლაბორატორია, საოპერაციო და შეხვედრის ოთახი.... »»»
.....................................................................................
31 მაისი 2017 წელი
გელაურში ქუჩების კეთილმოწყობა მიმდინარეობს
გელაურის დასახლებაში ქუჩების კეთილმოწყობა მიმდინარეობს. დღეს ინფარსტრუქტურული სამუშაოები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა და აჭარის უმაღლეს საბჭოში ქობულეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დაათვალიერეს. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ვაჟა-ფშაველას, პოპოვისა და პუშკინის ქუჩებს. მოეწყობა სანიაღვრე არხები, ბორდიურები, გზის სავალ ნაწილზე დაიგება დეკორატიული ფილები. სამუშაოების დასრულების შემდეგ ქუჩებზე სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები დამონტაჟდება.... »»»
.....................................................................................
31 მაისი 2017 წელი
სტადიონის მშენებლობისთვის ტერიტორიის შერჩევა მიმდინარეობს
დღეს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი გელაურში იმყოფებოდნენ. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა დასახლებაში მინი სტადიონის მშენებლობის მიზნით ტერიტორია შეარჩიეს. დასახლებაში სტადიონის მოწყობა მოსახლეობის თხოვნით იგეგმება.გელაურის დასახლებაში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება რამდენიმე წელია მიმდინარეობს.... »»»
.....................................................................................
31 მაისი 2017 წელი
საჯარო სკოლებს შორის მხიარული სტარტები მიმდინარეობს
ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე საჯარო სკოლებს შორის მხიარული სტარტების ნახევარფინალურ შეხვედრას დაესწრო. სპორტულ ღონისძიებაში 12 სკოლის გუნდი მონაწილეობს. შეჯიბრის დასკვნითი ღონისძიება 1 ივნისს გაიმართება, სადაც გამარჯვებული გუნდები გამოვლინდება. ტურნირი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარეობს. ... »»»
.....................................................................................

ვიდეო რგოლი

Loading...

ივნისი 2017

ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
 

გამოკითხვა

ჩვენი საიტი...




 

სიახლის გამოწერა

ამინდი

ვალუტის კურსი

აჭარა


პორტალი შექმნილია ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი“ინტელექტი”–ს მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით
© ქობულეთის მუნიციპალიტეტი 2011
    სტუმართა რაოდენობა: 2 044 105    
ვებ დიზაინი: სტუდია „ანთროპო”