მუნიციპალიტეტის სიახლეები

10 ივნისი 2017 წელი
სანაპიროს მოწესრიგება მალე დასრულდება
ქობულეთის სანაპიროს მოწესრიგება რამდენიმე დღეში დასრულდება. სანაპირო ზოლის სავალი ნაწილი ქვიშისგან იწმინდება, ასევე პლაჟი ყოველდღიურად სუფთავდება. აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოების განხორციელების დროს დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა. წელს თამარ მეფის სანაპიროზე დასრულდა წყლისა და კანალიზაციის სისტემების მოწყობა, ზღვის სანაპიროზე შეტანილი იქნა 195 000 მ/კ პლაჟწარმომქმნელი მასალა... »»»
.....................................................................................
09 ივნისი 2017 წელი
რუსთაველის ქუჩის მეორე შესახვევის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
რუსთაველის ქუჩის მეორე შესახვევის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. დღეს სამუშაოები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ქობულეთის მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად დაათვალიერეს. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში მოეწყობა სანიაღვრე არხები და ტროტუარები, ხოლო ქუჩის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარი დაიგება.... »»»
.....................................................................................
08 ივნისი 2017 წელი
9 ივნისს საკრებულოს სხდომა გაიმართება
2017 წლის 9 ივნისს 12:00 საათზე ტარდება ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ქობულეთის მუნიციპალიტეტის შენობაში მესამე სართულზე, სააქტო დარბაზში. (მის: ქობულეთი, დავით აღმაშენებლის გამზირი N141)... »»»
.....................................................................................
08 ივნისი 2017 წელი
სანაპიროს მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს
თამარ მეფის სანაპიროზე მიწისქვეშა კომუნიკაციის მოწესრიგება დასრულდა. მოეწყო წყლისა და კანალიზაციის ახალი სისტემები. ამ ეტაპისთვის სეზონისთვის მზადება მიმდინარეობს. სანაპირო ზოლის სავალი ნაწილი ქვიშისგან იწმინდება, ასევე პლაჟი ყოველდღიურად სუფთავდება. აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელების დროს დაზიანებული ფილების აღდგენა-რეაბილიტაცია. გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ სანაპირო ზოლზე ახალი სკამები და სანაგვე ურნები განთავსდება. ... »»»
.....................................................................................
08 ივნისი 2017 წელი
ქობულეთში სკვერებისა და გადასასვლელების კეთილმოწყობა მიმდინარეობს
ქობულეთი ტურისტულ სეზონს 4 ახლადგაშენებული სკვერითა და 5 კეთილმოწყობილი სანაპიროზე გადასასვლელით შეხვდება. სამუშაოები თვის ბოლომდე დასრულდება. სამუშაოების მიმდინარეობას ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე, საკრებულოს თავმჯდომარე სულხან ოქროპირიძე და ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში კობა ნაკაიძე ადგილზე გაეცნენ. ... »»»
.....................................................................................
08 ივნისი 2017 წელი
ცენტრალურ მოედანზე ურნები განთავსდა
დღეს ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ახალი სანაგვე ურნები განთავსდა. ტურისტული სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით სანაგვე ურნები ეტაპობრივად ზღვის სანაპიროზე, მწვანე ზოლებსა და სკვერებში დაიდგმება. ტურისტული სეზონისთვის 382 ერთეული მცირე და 140 ერთეული დიდი ზომის სანაგვე კონტეინერი იქნა შესყიდული. ... »»»
.....................................................................................
06 ივნისი 2017 წელი
კინტრიშის I სანაპიროზე საკანალიზაციო სისტემა მოეწყობა
კინტრიშის I სანაპიროზე საკანალიზაციო სისტემის მოწყობითი სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება. სამუშოების მიმდინარეობას დღეს ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე საქართველოს პარლამენტში ქობულეთის მაჟორიტარ დეპუტატ კობა ნაკაიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო. ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემა არასოდეს არ არსებობდა. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ცენტრალური მაგისტრალი. ... »»»
.....................................................................................
06 ივნისი 2017 წელი
ჩოლოქში სპორტული მოედნის მოწყობა მიმდინარეობს
ჩოლოქში სპორტული მოედნის მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს. მინი სტადიონის სამშენებლო სამუშაოებს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები ადგილზე გაეცნენ.ინფრასტრაქტურული პროექტის ფარგლებში სპორტული მოედანი მოეწყო, რომელიც შემოიფარგლა დეკორატიული ღობით. მოედანზე დაიგება ხელოვნური საფარი. ... »»»
.....................................................................................
06 ივნისი 2017 წელი
ჩოლოქის წყალსადენი სისტემის სამუშაოები მალე დასრულდება
ჩოლოქის დასახლებაში წყალსადენი სისტემის მოწყობითი სამუშაოები მალე დასრულდება. დღეს სამუშაოების მიმდინარეობა გამგებელმა სულხან ევგენიძემ, ქობულეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა ნაკაიძემ და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში მოეწყო ცენტრალური მაგისტრალი, შიდა ქსელი და მოხდა აბონენტთა გამრიცხველიანობა. პროექტის დასრულების შემდეგ 120-მდე აბონენტი უზრუნველყოფილი იქნება 24 საათიანი წყალმომარაგებით.... »»»
.....................................................................................
05 ივნისი 2017 წელი
გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, საპროცედურო და სამანდატო საკითხთა კომისიის სხდომა
2017 წლის 5 ივნისს გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, საპროცედურო და სამანდატო საკითხთა კომისიის სხდომა მამია ჟორდანიას თავმჯდომარეობით. სხდომაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი. კომისიის წევრებმა განიხილეს და იმსჯელეს ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ოქტომბრის N17 დადგენილებაში და ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 სექტემბრის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.... »»»
.....................................................................................

ვიდეო რგოლი

Loading...

ივნისი 2017

ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
 

გამოკითხვა

ჩვენი საიტი...




 

სიახლის გამოწერა

ამინდი

ვალუტის კურსი

აჭარა


პორტალი შექმნილია ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი“ინტელექტი”–ს მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით
© ქობულეთის მუნიციპალიტეტი 2011
    სტუმართა რაოდენობა: 2 044 092    
ვებ დიზაინი: სტუდია „ანთროპო”