მუნიციპალიტეტის სიახლეები

07 იანვარი 2012 წელი
საშობაო ალილო ქალაქის მასშტაბით მოეწყო
დღეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ქრისტესშობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. გილოცავთ ქრისტესშობის ბრწყინვალე დღესასწაულს! ამ დღის მადლი აძლიერებდეს თქვენს ოჯახებს, სრულიად საქართველოს... უფლის შემწეობა და მფარველობა არ მოგკლებოდეთ! ქრისტესშობის ბრწყინვალე დღესასწაული ჩვენს ქალაქში ტრადიციულად, სარკმელში საშობაო სანთლის ანთებით, საშობა ღვეზელით და ალილოთი აღინიშნა. წელს ჩვენს ქალაქში სადღესასწაულო მსვლელობა მასშტაბურად მოეწყო. ... »»»
.....................................................................................
04 იანვარი 2012 წელი
სხვადასხვა პროფესიის ღვაწლმოსილ მუშაკებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს
დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა პროფესიის ღვაწლმოსილ მუშაკებს, პედაგოგებს, მედიკოსებს, ინჟინრებს, კულტურისა და სპორტის მუშაკებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით სიმბოლური საჩუქრები და საახალწლო მისალოცი ბარათები გადაეცათ. ... »»»
.....................................................................................
03 იანვარი 2012 წელი
სახელოვნებო სკოლაში პატარებისთვის საახალწლო ზეიმი გაიმართა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საქმეთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ინიციატივითა და ო. თაქთაქიშვილის სახელობის სახელოვნებო სკოლის ორგანიზებით პატარებისთვის საახალწლო კონცერტი გაიმართა. კონცერტში ადგილობრივი ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები მონაწილეობდნენ. შესრლდა ქორეოგრაფიული ნომრები და სიმღერები, თოვლის ბაბუამ ბავშვებს ახალი წელი მიულოცა და საახალწლო საჩუქრები გადასცა. ... »»»
.....................................................................................
03 იანვარი 2012 წელი
ქობულეთის გამგებელმა სასპორტო სკოლას სპორტული ინვენტარი გადასცა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, გელა ცხომელიძის გადაწყვეტილებით სასპორტო სკოლისთვის ბიუჯეტიდან ოცი ათასი ლარი გამოიყო, რომლითაც ათობით სპორტული ნივთი შეიძინეს. დღეს სპორტული ინვენტარი სპორტის სხვადასხვა სახეობის ნაკრები გუნდების მწვრთნელებს გამგებელმა პირადად გადასცა.... »»»
.....................................................................................
31 დეკემბერი 2011 წელი
პრეზიდენტის სიმბოლური საჩუქრები სხვადასხვა სფეროში მომუშავე ღვაწლმოსილ მუშაკებს გადაეცათ
პრეზიდენტის სიმბოლური საჩუქრები და საახალწლო მისალოცი ბარათი გადაეცათ დღეს სხვადასხვა სფეროში მომუშავე ქობულეთელ ღვაწლმოსილ და დამსახურებულ მუშაკებს. ეს ის ადამინაებია, რომლებმაც თავისი წვლილი შეიტანეს მუნიციპალიტეტში ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, მედიცინის, განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარებაში. ... »»»
.....................................................................................
28 დეკემბერი 2011 წელი
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა უმწეოთა სასადილოს მესვეურებს შობა-ახალი წელი მიულოცეს
ქობულეთის უმწეოთა სასადილოს მესვეურებს დამდეგი შობა–ახალი წელი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ მიულოცა. გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა საახალწლო ნობათი სასადილოს ბენეფიციარებს გადასცეს. საქველმოქმედო აქცია ტრადიციულია და ყოველწლიურად ტარდება. სასადილოს მესვეეურები კმაყოფილება და მადლიერება გამოთქვეს ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ.... »»»
.....................................................................................
27 დეკემბერი 2011 წელი
მუნიციპალიტეტმა წლის საუკეთესო სპორტსმენები და მწვრთნელები დააჯილდოვა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში წლის წარმატებული სპორტსმენებისა და მწვრთნელების დაჯილდოვება გაიმართა. გამოვლინდა ოთხი მწვრთნელი და16 სპორტსმენი, რომლებმაც 2011 წლის მანძილზე წარმატებებს მიაღწიეს რესპუბლიკურ თუ საერთაშორისო შეჯიბრებებზე. წლის მანძილზე სხვადასხვა სახეობებში ქობულეთელმა სპოგზარრტსმენებმა რესპუბლიკურ და საერთაშორისო შეჯიბრებებზე 63 პირველი, 56 მეორე და 61 მესამე ადგილი დაიკავეს. ... »»»
.....................................................................................
25 დეკემბერი 2011 წელი
ქალაქის იერსახის მოწესრიგების მიზნით ინფრასტრუქტურული სამუშაოები კვლავ აქტიურად მიმდინარეობს
ქობულეთის მუნიციპალიტეტში ისევ აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები. მიმდინარე წელს კეთილმოეწყო დ. აღმაშენებლის გამზირიდან თამარ მეფის სანაპიროზე შვიდი გადასასვლელი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ქალაქის მთავარ ქუჩებს, შეკეთდა წყალკანალიზაციის სისტემა გადაიხურა, მრავალბინიანი სახლები, დამონტაჟდა ლიფტები, ეზოებში მოეწყო სკვერები... »»»
.....................................................................................
22 დეკემბერი 2011 წელი
საახალწლო ანონსი
ქობულეთში საახალწლო სამზადისი აქტიურ ფაზაში გადავიდა. ახალი წლის შესახვედრად ქალაქის ცენტრალური მოედანი წესრიგდება. მოირთო საახალწლო ნაძვის ხე, მიმდინარეობს ქუჩებში საახალწლო ილუმინაციის მოწყობა და სცენის მონტაჟი. შემუშავდა მრავალფეროვანი საახალწლო პროგრამა:25 დეკემბერი – საახალწლო ნაძვის ხის ანთება,27, 28, 29 დეკემბერი – საახალწლო კონცერტები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, 31 დეკემბერი – საახალწლო შოუ–პროგრამა „გილოცავთ!“ 1, 2, 3 იანვარი – ნაძვის ხის ზეიმი, 7 იანვარი – საშობაო ალილო... »»»
.....................................................................................
20 დეკემბერი 2011 წელი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის და დროშის) გამოსავლენად კონკურსს აცხადებს
კონკურსის მიზანია ქობულეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის საუკეთესო პროექტების შერჩევა და გამარჯვებული პროექტის გამოვლენა. პროექტების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2011 წლის 25 დეკემბერი, ხოლო შედეგები 26 დეკემბრისთვის საჯაროდ გამოცხადდება. გამარჯვებულისთვის დაწესებულია ჯილდო 1 000 ლარის ოდენობით. კონკურსი ჩატარებულად ჩაითვლება არანაკლებ სამი ავტორის მონაწილეობის შემთხვევაში.ა... »»»
.....................................................................................

ვიდეო რგოლი

Loading...

ნოემბერი 2017

ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
 

სიახლის გამოწერა

ამინდი

ვალუტის კურსი

აჭარა


პორტალი შექმნილია ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი“ინტელექტი”–ს მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით
© ქობულეთის მუნიციპალიტეტი 2011
    სტუმართა რაოდენობა: