მუნიციპალიტეტის სიახლეები

09 თებერვალი 2012 წელი
2012 წლის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქმიანობის სამსახურის მიზნობრივი პროგრამები
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს "ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის 2012 წელს განსახორციელებელი მიზნობრივი პროგრამების დამტკიცების შესახებ" დადგენილებით განისაზღვრა მიმდინარე წლის მიზნობრივი პროგრამები, რომელთა მიხედვითაც განსახორციელებელი ერთჯერადი თუ ყოველთვიური ღონისძიებებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო 348 250 (სამას ორმოცდარვა ათას ორას ორმოცდაათი) ლარი. მიმდინარე წლის მიზნობრივი პროგრამების სისტემაში მოექცა შემდეგი პროგრამები: ... »»»
.....................................................................................
07 თებერვალი 2012 წელი
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა ქალაქის კეთილმოწყობითი სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერეს.
2012 წელი ქობულეთის წალდ გამოცხადდა. პროექტის ფარგლებში ქალაქის იერსახის მოწესრიგების მიზნით ბევრი ღონისძიების განხორციელება იგეგმება. ამჯერად ქალაქში ინფრასტრუქტურული სამუშაოები რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს. დღეს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა აღმაშენებლის გამზირზე (N308–ის მოპირდაპირედ) სკვერის და მმრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობითი სამუშაოები დაათვალიერეს და მოისმინეს ინფორმაცია სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. ... »»»
.....................................................................................
06 თებერვალი 2012 წელი
შეხვედრა სასპორტო სკოლის წარმომადგენლებთან
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ზურაბ უკლება, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდული დეპარტამენტის თავმჯდომარე ნოდარ ფუტკარაძე და ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები ქობულეთში სპორტის მუშაკებს შეხვდნენ... »»»
.....................................................................................
03 თებერვალი 2012 წელი
ქობულეთელი მოჭიდავეები გაცვლითი პროგრამით სომხეთში გაემგზავრნენ
2012 წლის სასპორტო ღონისძიებების ფარგლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტის დამეგობრებული ქალაქ ალავერდის მიწვევით ქობულეთის სასპორტო სკოლის თავისუფალი ჭიდაობის სახეობის მოჭიდავეები გაცვლითი პროგრამით ქალაქ ალავერდში გაემგზავრნენ. ... »»»
.....................................................................................
01 თებერვალი 2012 წელი
რა არის “საზოგადოებრივი დარბაზი“ ?
„საზოგადოებრივი დარბაზი“ არის ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფი, რომლის მიზანია მოქალაქეთა მონაწილეობის გზით, თვითმმართველობასთან ერთად, ქალაქის, სოფლის პრობლემატური და აქტუალური საკითხების განხილვა-მოგვარება. ... »»»
.....................................................................................
31 იანვარი 2012 წელი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხადება
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 30 იანვრის განკარგულებით , სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მხარდაჭერით იქმნება საზოგადოებრივი დარბაზი.საზოგადოებრივი დარბაზი არის საკრებულოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფი, რომლის მიზანია მოქალაქეთა მონაწილეობის გზით, თვითმმართველობასთან ერთად, ქალაქის, სოფლის პრობლემატური და აქტუალური საკითხების განხილვა და მოგვარება... »»»
.....................................................................................
31 იანვარი 2012 წელი
მთავრობის თავმჯდომარემ ქობულეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
დღეს ქობულეთში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა და სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. ... »»»
.....................................................................................
30 იანვარი 2012 წელი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება N 01-19/54
საზოგადოებრივი დარბაზის წევრთა რეგისტრაციის შესახებ ... »»»
.....................................................................................
18 იანვარი 2012 წელი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო ობიექტები
ქობულეთის მუნიიცპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული „ქობულეთის მუნიიცპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა“–ში შესული ცვლილებებისა და დამატებების შედეგად განისაზღვრა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების შემდეგი საპრივატიზებო ობიექტები:... »»»
.....................................................................................
11 იანვარი 2012 წელი
დასაქმების მსურველთა საყურადღებოდ!
საქართველოს მასშტაბით დასაქმების სააგენტო ფუნქციონირებდა „მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის კონსულტაციისა და დასაქმების“ პროექტის ფარგლებში, რომელის ფუნქციებს 2011 წლის 13 ოქტომბრიდან სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტო ასრულებს. ქობულეთის მუნიციპალიტეტში სააგენტოს ჰყავს წარმომადგენლობა, რომელიც გამგეობის შენობის პირველ სართულზეა განთავსებული. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ აჭარის დასაქმების სააგენტოს მისამართზე: ბათუმი, ჯავახიშვილის ქN 70/72, ტელ: 24 78 84, ასევე სააგენტოს ქობულეთის განყოფილებას მისამართზე: ქ. ქობულეთი დ. აღმაშემნებლის გამზN141, გამოგზავნონ განცხადებები ელ ფოსტით: dasakmebis.saagento@gmail.com, ან ისარგებლონ სააგენტოს ფეისბუქის გვერდით. განცვადებების მიღება წარმოებს ყოველდღიურად შაბათ–კვირის გარდა, სამუშაო საათებში. ... »»»
.....................................................................................

ვიდეო რგოლი

Loading...

ოქტომბერი 2017

ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
 

გამოკითხვა

ჩვენი საიტი...




 

სიახლის გამოწერა

ამინდი

ვალუტის კურსი

აჭარა


პორტალი შექმნილია ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი“ინტელექტი”–ს მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით
© ქობულეთის მუნიციპალიტეტი 2011
    სტუმართა რაოდენობა: