მუნიციპალიტეტის სიახლეები

25 მაისი 2012 წელი
მალე „ტურიზმის კვირეული“ იწყება!
28 მაისიდან ქობულეთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერითა და გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ორგანიზებით „ტურიზმის კვირეული“ იწყება, რომლის ფარგლებშიც ბევრი საინტერესო ღონისძიება და აქციაა დაგეგმილი:... »»»
.....................................................................................
24 მაისი 2012 წელი
ქობულეთში გამწმენდი ნაგებობის მშენებლობასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ საქართველოს მუნიციპალური განვითარების განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან და შ.პ.ს. „ქობულეთის წყალი“-ს ხელმძღვანელებთან ერთად მუნიციპალიტეტში გამწმენდი ნაგებობის მშენებლობასთან შეხვდა ჰოლანდიურ მხარესთან გამართა. შეხვედრას სამუშაო ხასიათი ჰქონდა. მხარეებმა დაათვალიერეს მშენებლობისთვის გამოყოფილი ტერიტორია და განიხილეს მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებული საკითხები. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს დარჩენილი წყალკანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ საკითხებზეც.... »»»
.....................................................................................
23 მაისი 2012 წელი
მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მონაწილეობა მიიღეს მედიაპროექტ „ეტალონში“. მოსწავლეთა შორის საუკეთესო შედეგით გაიმარჯვა №3 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლემ ნიკა გორგილაძემ. გამარჯვებული დაჯილდოვდა წიგნებით და სხვა სამახსოვრო საჩუქრებით, აგრეთვე დაენიშნა სტიპენდია 1000ლ. ოდენობით, რომელიც გამარჯვებულს უკრაინელმა მომღერალმა ივანა მელაიმ გადასცა. მასწავლებელთა შორის პროექტის გამარჯვებული თინა ბაუჟაძე გახდა, რომელიც ასევე დასაჩუქრდა სამახსოვრო საჩუქრებით... »»»
.....................................................................................
22 მაისი 2012 წელი
ქობულეთის გოგონათა გუნდმა „დისნეის თასის“ საგზური მოიპოვა
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ამერიკის საელჩოსთან, იუნისეფთან და „პირველი ლედის ჯენსაღი ცხოვრების ინიციატივასთან“ და რუსთავი-2-თან ერთად ყოველწლიურად ატარებს ბავშვთა ფეხბურთში გოგონათა და ვაჟთა შორის „დისნეის თასის“ ტურნირს. მსოფლიო მნიშვნელობის ტურნირზე აქტიურადაა ჩართული საქართველოც. წელს პროექტის შიდა შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო ქობულეთის გუნდებმაც. შესარჩევ ტურნირში დაწინაურდა გოგონათა გუნდი „ქვ. კვირიკე“ და ვაჟთა გუნდი „შუქურა“, რომლებმაც ასპარეზობა ქვეყნის მასშტაბით გააგრძელეს. ... »»»
.....................................................................................
21 მაისი 2012 წელი
სპორტისა და ახალგაზრდული სფეროს განვითარების მიზნით ხულოში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით 19-20 მაისს ხულოს მუნიციპალიტეტში გაიმართა სამუშაო შეხვედრა ქალაქ ბათუმისა და აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა წარმომადგენლების მონაწილეობით.... »»»
.....................................................................................
18 მაისი 2012 წელი
ხალაში სახალხო ზემი „ზურაბობა“ წელს პირველად აღინიშნა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ინიციატივითა და მხარდაჭერით გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურისა და ხალას თემის ტერიტორიული ორგანოს ხელმძრვანელობის ორგანიზებით, 18 მაისს, პირველად, ზურაბ გორგილაძის შემოქმედებისადმი მიძღვნილი სახალხო ზეიმი „ზურაბობა“ ცნობილი პოეტის მშობლიურ სოფელში აღინიშნა. ღონისძიების მთავარი მიზანი ზურაბ გორგილაძის სახელისა და შემოქმედების უკვდავყოფა გახლდათ. ... »»»
.....................................................................................
17 მაისი 2012 წელი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის დელეგაცია ზაფხულის სეზონის გახსნასთან დაკავშირებით ქალაქ პალანგაში იმყოფებოდა.
ქობულეთის დამეგობრებული ლიტვის ქალაქ პალანგას მერის შარუნას ვაიტკუსის მიწვევით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის წარმომადგენლები ოთხდღიანი ვიზიტით ქალაქ პალანგაში ზაფხულის სეზონის გახსნასთან დაკავშირებით იმყოფებოდნენ. ზაფხულის სეზონის ოფიციალური გახსნა ქალაქ პალანგას ცნობილ პირსზე გაიმართა, სადაც საპატიო სტუმრის სტატუსით ქობულეთის ხუთკაციან დელეგაციასთან ერთად ასევე მიწვეულნი იყვნენ ლიტვის სეიმის, ლატვასა და ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარეები... »»»
.....................................................................................
16 მაისი 2012 წელი
ქობულეთის ვაჟთა საფეხბურთო გუნდმა აჭარის პირველობა მოიპოვა
10 - 16 მაისს ქ. ბათუმში “მარინას სპორტულ კომპლექსის” საფეხბურთო მოედანზე ჩატარდა აჭარის პირველობა ფეხბურთში 2001 წელს დაბადებულთა შორის. პირველობაში მონაწილეობა მიიღეს ქალაქ ბათuმისა და აჭარის მუნიციპალიტეტების ჭაბუკთა გუნდებმა. 16 მაისს გაიმართა ფინალური შეხვედრა ბათუმისა და ქობულეთის გუნდებს შორის. ქობულეთის გუნდმა სძლია ბათუმის ”ბათუმს” და მოიპოვა გამარჯვება. ... »»»
.....................................................................................
15 მაისი 2012 წელი
ქობულეთში ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
ქალაქის იერსახის მოწესრიგების მიზნით კოსტავასა და თბილისის ქუჩებზე მოეწყო ახალი წყალმომარაგების, საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემა. მიმდინარეობს ტროტუარების დეკორატიული ფილებით მოპირკეთება და ქალაქის იერსახის მოწესრიგების მიზნით კოსტავასა და თბილისის ქუჩებზე მიმდინარეობს წყალმომარაგების, საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია. სარეაბილიტაციო სამუშაოები თვის ბოლოს დასრულდება. აღნიშნულ ქუჩებზე მწყობრიდან გამოსული საკანალიზაციო-სანიაღვრე სისტემის გამო უხვნალექიანობის დროს ხშირად ხდებოდა საავადმყოფოს უბნის დატბორვა, რაც ზიანს აყენებდა და საფრთხეს უქმნიდა მოსახლეობას. აღნიშნული სარეაბილიტაციო ღონისძიებების განხორციელების შედეგად შეიძლება ითქვას, რომ მრავალწლიანი პრობლემა სამუდამოდ მოგვარდება. ... »»»
.....................................................................................
14 მაისი 2012 წელი
ქობულეთი ტურისტული სეზონისთვის ემზადება
გასული წლის მონაცემებით ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ტურისტთა რაოდენობა, განსაკუთრებით იმატა უცხოელმა ტურისტებმა, მათ შორის ევროპის ქვენებიდან, ასევე ირანიდან და ჩვენი მეზობელი სახელმწიფოებიდან. უფრო მეტი ტურისტის მოზიდვისთვის ქალაქის კეთილპწყობითი სმუშაოების პარარელურად აქტიურად მიმდინარეობს ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება: ქალაქის შემოსასვლელთან, ჩოლოქის მიმდებარედ კეთდება ტურისტული საინფორმაციო ცენტრი, მზადდება ტურისტული ბუკლეტები, მონტაჟდება საგზაო ნიშნები, მიმდინარეობს ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია, სადაც დაიდგმება ატრაქციონები, ფანტანები, მოეწყობა გამწვანება და განათება, ასევე განთავსდება ამფითეატრი და მხატვრის სახლი... »»»
.....................................................................................

ვიდეო რგოლი

Loading...

ნოემბერი 2017

ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
 

სიახლის გამოწერა

ამინდი

ვალუტის კურსი

აჭარა


პორტალი შექმნილია ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი“ინტელექტი”–ს მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით
© ქობულეთის მუნიციპალიტეტი 2011
    სტუმართა რაოდენობა: