მუნიციპალიტეტის სიახლეები

09 მარტი 2012 წელი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ მუნიციპალიტეტის სოფლების სამედიცინო დაწესებულებებისთვის მედიკამენტების გაცემა დაიწყო.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის, „სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარების კომპონენტი“-ს ფარგლებში პირველადი დახმარების პრეპარატები ქობულეთის სოფლების მედპუნქტების ექთნებს სამინისტროს წარმომადგენლებმა შ.პ.ს. „ავერსი გეოფარმის“ აფთიაქში გადასცეს. ... »»»
.....................................................................................
09 მარტი 2012 წელი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება N01-19/107
"ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცების შესახებ" განკარგულების პროექტზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე ... »»»
.....................................................................................
09 მარტი 2012 წელი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხადება
2012 წლის 27 მარტს 12:00 საათზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააქტო დარბაზში (მე-3 სართული) გაიმართება 2011 წლის ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების საჯარო განხილვა. ... »»»
.....................................................................................
03 მარტი 2012 წელი
ქობულეთში დედისა და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
3 მარტს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ინიციატივითა და გამგეობის განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით რესტორან "ქობულეთის" საბანკეტო დარბაზში დედისა და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სარამო გაიმართა. საზეიმო ფურშეტზე მიწვეული იყო ქობულეთში მცხოვრები მრავალშვილიანი და რუსეთ-საქართველოს ომში დარუპული გმირების დედები, ასევე სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქალბატონები.... »»»
.....................................................................................
02 მარტი 2012 წელი
გოგონათა და ვაჟთა შორის ღია ტურნირი კარატეში ომში დაღუპული გმირების ხსოვნას მიეძღვნა
დღეს სასპორტო სკოლაში ჩატარდა ღია ტურნირი კარატეში, რომელიც 2008 წელს რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული ქობულეთელი გმირების ხსოვნას მიეძღვნა. ტურნირი ერთ ეტაპად ჩატარდა, სადაც თერთმეტი ასაკობრივი კატეგორიის სამოცდაათამდე ნორჩი სპორტსმენი მონაწილეობდა. გამარჯვებულებს გადაეცათ მუნიციპალიტეტის მიერ დაწესებული თასები, მედლები და დიპლომები. ... »»»
.....................................................................................
01 მარტი 2012 წელი
"სოფლის მხარდაჭერის" პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დასრულდა
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები 2012 წლის "სოფლის მხარდაჭერის" პროგრამით გათვალისწინებული პრიორიტეტების განსაზღვრასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან საკონსულტაციო ხასიათის შეხვედრებს აწარმოებდნენ. შეხვედრები ითვალისწინებდა "სოფლის მხარდაჭერის" პროგრამის ფარგლებში თემებში არსებული პრიორიტეტული პრობლემების მოგვარების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების დაგეგმვას.... »»»
.....................................................................................
28 თებერვალი 2012 წელი
,, ჯორჯიან პალასში“ 2011 წლის რჩეული ქობულეთელების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა
დღეს სასტუმრო "ჯორჯიან პალასში" ქობულეთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით 2011 წლის გამორჩეული ქობულეთელების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. რჩეულ ქობულეთელებს სამახსოვრო საჩუქრები, სპეციალურად ღონისძიებისთვის დაწესებული მედლები და დიპლომები გადაეცათ. ღონისძიება მხატვრულად ადგილობრივმა ვოკალურ-ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა გააფორმეს. საღამოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, საზოგადო მოღვაწეები და რიგითი ქობულეთელები ესწრებოდნენ.... »»»
.....................................................................................
27 თებერვალი 2012 წელი
პროექტ "მანდარინის წარმოება"–ს პირველი ეტაპი განხორციელდა
სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ქობულეთის მუნიიცპალიტეტის მხარდაჭერით USAID–ის პროგრამის "მანდარინის წარმოება" ფარგლებში ქობულეთელ ფერმერებს ტრენინგი ჩაუტარდათ, რომელიც ერთი კვირის მანძილზე მიმდინარეობდა. პროექტი ითვალისწინებს ფერმერთა გადამზადებასა და ამ სფეროში ნოვაციების დანერგვას. სასწავლო პროგრამის პირველი ეტაპის ფარგლებში ფერმერებს ტრენინგი ჩაუტარდათ თემაზე "მანდარინის გასხვლა". ... »»»
.....................................................................................
21 თებერვალი 2012 წელი
„ოკუპაციის კვირეული“ ფოტოგამოფენით გაიხსნა
ქობულეთის კულტურის ცენტრის სამუზეუმო განყოფილების ორგანიზებით „ოკუპაციის კვირეული“ მიმდინარეობს. კვირეულის ფარგლებში ბევრი საინტერესო ღონისძიებაა დაგეგმილი. „ოკუპაციის კვირეული“-ს პირველ დღე კულტურის ცენტრის ფოიეში ფოტოგამოფენით გაიხსნა. ფოტოგამოფენაზე წაემოდგენილი იყო ოკუპაციის მუზეუმის ექსპონანტები (ასლები), რომლებიც ასახავდნენ საქართველოს ისტორიის 1921-1991 წლების ... »»»
.....................................................................................
20 თებერვალი 2012 წელი
მთავრობის თავმჯდომარე ქაქუთის თემის მოსახლეობას შეხვდა
დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერტად ქაქუთის თემის მოსახლეობას შეხვდა. ლევან ვარშალომიძემ შეხვედრაზე მოისმინა ადგილობრივებისგან სოფელში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია, ასევე ისაუბრეს „სოფლის მხადრაჭერის“ პროგრამით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ. ... »»»
.....................................................................................

ვიდეო რგოლი

Loading...

ივლისი 2017

ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
 

გამოკითხვა

ჩვენი საიტი...




 

სიახლის გამოწერა

ამინდი

ვალუტის კურსი

აჭარა


პორტალი შექმნილია ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი“ინტელექტი”–ს მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით
© ქობულეთის მუნიციპალიტეტი 2011
    სტუმართა რაოდენობა: