მუნიციპალიტეტის სიახლეები

26 აგვისტო 2012 წელი
ქობულეთს სამ დღიანი ვიზიტით დამეგობრებული ქალაქების დელეგაციები სტუმრობდა.
24-26 აგვისტოს ქობულეთს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის მოწვევით დამეგობრებული ქალაქების იუჟნისა და ალავერდის დელეგაცია სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა დელეგაციის ოფიციალური მიღება, სადაც ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე სტუმრებმა დაათვალიერეს მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები და გაეცნენ განსახორციელებელ პროექტებს. ... »»»
.....................................................................................
25 აგვისტო 2012 წელი
კინტრიშის ხეობამ სახალხო ზეიმი იზეიმა
25 აგვისტოს, კინტრიშის ხეობაში, სოფელ ცხემვანში გაიმართა სახალხო დღესასწაული ”კინტრიშის ხეობის ზეიმი”. ხეობის ოთხმა სოფელმა - სოფელ ქობულეთმა, ჭახათმა, ხინომ და კოხმა მოაწყო თავიანთი სოფლების ტრადიციების ამსახველი ფოტო მასალის ხელნაკეთი ნივთებისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა. ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო ქობულეთის კულტურის ცენტრის სოფ. ქობულეთის ვოკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლების შემოქმედება... »»»
.....................................................................................
25 აგვისტო 2012 წელი
ფიჭვნარში ფეინთბოლის თამაშები გაიმართა
სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივითა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელშეწყობით, ზაფხულის ტურისტული კალენდრის „შემოაირე საქართველო“-ს ფარგლებში, კიდევ ერთი ღონისძიება გაიმართა. ფეინთბოლის კლუბი „ჰალფ ლაიფის“ ორგანიზებით ფიჭვნარში ჩატარდა ფეინთბოლის თამაშები. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 300-მდე მონაწილემ. აზარტულ თამაშში მონაწილეობის მიღება ნებისმიერი მსურველისთვის უფასო იყო.... »»»
.....................................................................................
22 აგვისტო 2012 წელი
პროექტ ”მეამაყება საქართველო”-ს ქობულეთმა უმასპინძლა
პროექტი "მეამაყება საქართველო" აჭარას ეწვია. ახალგაზრდები ბახმაროდან ქობულეთში ჩამოვიდნენ და დ.აღმაშნებელის #626 ის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიჭვნარში, კონცერტი გამართეს. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის მხარდაჭერითა და გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტისა და ტურიზმის სამსახურის ორგანიზებით, პროექტში აქტიურად ჩაერთო ქობულეთის ხელოვანი ახალგაზრდები, კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი "ქობულეთი" და "ახალი ხმები", ხალხური რეწვის ოსტატები. ... »»»
.....................................................................................
22 აგვისტო 2012 წელი
ფიჭვნარში ფეინთბოლის თამაშები გაიმართება
2012 წლის 25 აგვისტოს, ქობულეთში, სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით, ზაფხულის ტურისტული კალენდრის „შემოაირე საქართველო“-ს ფარგლებში, კიდევ ერთი ღონისძიება იმართება. ფეინთბოლის კლუბი „ჰალფ ლაიფის“ ორგანიზებით ფიჭვნარში გაიმართება ფეინთბოლის თამაშები. ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეეძლება ყველა მსურველს. ... »»»
.....................................................................................
20 აგვისტო 2012 წელი
ამფითეატრში ქართველი და სომეხი ჯეოსტარელების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა
19 აგვისტოს, ქობულეთის მუიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით ცენტრალური პარკის ამფითეატრში გაიმართა კონცერტი ქართველი და სომეხი ჯეოსტარელების მონაწილეობით. საგანგებოდ ამ დღისათვის ერევნიდან ჩამოვიდა სომხური როკ-ჯგუფი ”HAYARD”-ი. კულტურულ-გასართობი ღონისძიებები, ქობულეთის ზღვისპირა პარკში თითქმის ყოველდღიურად იმართება. ... »»»
.....................................................................................
19 აგვისტო 2012 წელი
ტურისტული სეზონისთვის დაგეგმილი ღონისძიებები გრძელდება
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ტურისტულ სეზონზე საზაფხულო გასართობი ღონისძიებები გრძელდება. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და ტურიზმის სამსახურის ორგანიზებით, 18 აგვისტოს ქობულეთის ზღვისპირა პარკის ამფითეატრში გაიმართა შოუ-კონცერტი, კომედი შოუს მსახიობების და ”მეჯინი ვოთერს ბოის” მომღერლების მონაწილობით.... »»»
.....................................................................................
12 აგვისტო 2012 წელი
ქობულეთის ამფითეატრში პირველი კონცერტი გაიმართა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და ტურიზმის სამსახურის ორგანიზებით ცენტრალურ პარკში გუშინ საღამოს ადგილობრივებისა და ტურისტებისათვის შოუ-კონცერტი გაიმართა. კონცერტში მონაწილეობა მიიღო ნინი შერმადინმა, თეონა ნინუამ, ლაშა მოისწრაფიშვილმა, ნინიკო კახაძემ, ნაზი პაპიძემ, ასევე მონაწილეობდნენ ანსამბლები - ”მხედრული”, ”ბათუმი” და ტრიო ”ნოტა”.... »»»
.....................................................................................
10 აგვისტო 2012 წელი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები მოსახლეობას შეხვდნენ
დღეს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი გელა ცხომელიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ნიკო ბერაძე ჯავახიშვილის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ მოსახლეობისგან მოისმინა ინფორმაცია არსებული პრობლემების შესახებ, რომელიც ეხებოდა წყლისა და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას, სახლების გადახურვას, გაზიფიკაციასა და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების დაკანონებას. ... »»»
.....................................................................................
09 აგვისტო 2012 წელი
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა საფლავები მოინახულეს
დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა 8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა საფლავები მოინახულეს, გაიხსენეს საქართველოს ისტორიის კიდევ ერთი ტკივილიანი დღე და ისაუბრეს ჯარისკაცთა გმირობაზე. დღესვე ციხისძირში, სოფლის ცენტრში თენგიზ ჭაღალიძის სახელობის მემორიალი გაიხსნა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლას 10 ქობულეთელი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა. ... »»»
.....................................................................................

ვიდეო რგოლი

Loading...

აგვისტო 2017

ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
 

გამოკითხვა

ჩვენი საიტი...




 

სიახლის გამოწერა

ამინდი

ვალუტის კურსი

აჭარა


პორტალი შექმნილია ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი“ინტელექტი”–ს მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით
© ქობულეთის მუნიციპალიტეტი 2011
    სტუმართა რაოდენობა: