მუნიციპალიტეტის სიახლეები

12 აპრილი 2013 წელი
ჩაქვის საბავშვო ბაღში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი გაიმართა
ქობულეთში ბაღების გაერთიანების ორგანიზებით ჩაქვის საბავშო ბაღში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსი გაიმართა. კონკურში 17 ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად მონაწილეობა მიიღო 84 პრეტენდენდმა. საკონკურსო კომისია შედგებოდა 7 კაციანი შემადგენლობით. კონკუსს ესწრებოდნენ არასანთავრობო ორგანიზაციები და ადგილობრივი ბეჭდური მედიის წარმომადგენლები. კონკუსის შედეგები 18 აპრილისთვის იქნება ცნობილი.... »»»
.....................................................................................
12 აპრილი 2013 წელი
კულტურის ცენტრში ნიკო ფიროსმანის კვირეული მოეწყო
კულტურის ცენტრის ორგანიზებით 8-12 აპრილს მიმდინარეობდა ნიკო ფიროსმანის კვირეული „ლოდინით დაღლილი ტალანტი“. კვირეულის ფარგლებში მოეწყო ფიროსმანის ცხოვრების ამსახველი ფოტო და ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა, ჩატარდა სამოდელო გაკვეთილი ხელოვნებაში და გაიმართა ლიტერატურული შეხვედრა ხელოვნების ოთახში „ავაშენოთ ერთი სახლი, დავდგათ სამოვარი ვსვათ ჩაი და ვისაუბროთ ხელოვნებაზე“. ... »»»
.....................................................................................
12 აპრილი 2013 წელი
დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ანონსი:
14 აპრილი 12:00 სთ - აქცია - „დავიცვათ ენის სიწმინდე“ - ახალგაზრდების მსვლელობა ქუჩაში 14:00 სთ -„რა ენა წახდეს...“ -მოსწავლეთა კონფერენცია 14:45 სთ - „ჩემი დედა-ენა“ - ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია 12:00 – 16:00 - ქართული უნიკალური წიგნების გამოფენა 15 აპრილი 14:00 - ნორჩ დეკლამატორთა საღამო ... »»»
.....................................................................................
11 აპრილი 2013 წელი
ქობულეთის სახელოვნებო სკოლაში შეხვედრა გაიმართა
ქობულეთის სახელოვნებო სკოლაში სტუმრად იმყოფებოდნენ საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი, მინისტრის მრჩეველი გიორგი გეგეჭკორი და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ქეთევან მანელიშვილი, რომლებიც გაეცნენ სახელოვნებო სკოლის სტრუქტურას, საქმიანობასა და მუშაობენ სპეციფიკას. ... »»»
.....................................................................................
11 აპრილი 2013 წელი
სოფლის მხარდაჭერის პროგრამი ფარგლებში მოსახლეობასთა შეხვედრები დასრულდა
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა. შეხვედრებს მუიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ტერიტორიული ორგანოს რწმუებულები აწარმოებდენ. სასოფლო კრებებზე მოსახლეობის მიერ ხდებოდა პროგრამით განსახორციელებელი პრიორიტეტების განსაზღვრა. უახლოეს მომავალში გამოცხადდება ტენდერი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შეძენაზე. ... »»»
.....................................................................................
10 აპრილი 2013 წელი
ქობულეთში ფერმერთა საკონსულტაციო-საიფორმაციო ცენტრი ამოქმედდა
ქობულეთში ფერმერთა საიფორმაციო-საკოსულტაციო ცენტრი გაიხსნა, რომელიც დროებით მუიციპალიტეტის შენობის პირველ სართულზე გათავსდა. ცენტრის წარმომადგელები დაიტერესებულ ფერმერებს ოპერატიულად მიაწვდიან ინფორმაციებს სოფლის მეურეობის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების, ინოვაციური პროგრამებისა თუ სიახლეების შესახებ, ასევე მისცემენ რეკომენდაციებს მათთვის საჭირო საკითხებტა დაკავშირებით. ... »»»
.....................................................................................
09 აპრილი 2013 წელი
პოეტ ჯემალ ქათამაძის 80 წლის იუბილისადმი მიძღვილი საღამო გაიმართა
მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიამის სამსახურის მხარდაჭერითა და მუზეუმის ორგანიზებით 3 აპრილიდან მიმდინარეობს ჯემალ ქათამაძის დაბადებიდან 80 წლისთავის აღსანიშნავად საიუბილეო ღონისძიებები. საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში მუზეუმის კინოდოკუმენტალისტიკის დარბაზში შუაღელეს საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით პოეზიის საღამო გაიმართა.... »»»
.....................................................................................
09 აპრილი 2013 წელი
9 აპრილს დაღუპულთა სახელობის მემორიალთან დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს
დღეს 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. წმინდა მღვდელმოწამე კირიონ II-ის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა კირიონმა (ფერაძე) 9 აპრილს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა და ერს ერთად დგომისკენ მოუწოდა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა, ქობულეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ფატი ხალვაშმა, საკრებულოსა და გამგეობის წარმომადგენლებმა და მოსწავლე-ახალგაზრდობამ ყვავილებით შეამკო მემორიალი.... »»»
.....................................................................................
08 აპრილი 2013 წელი
სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის პირველი ტური გაიმართა
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით აჭარის სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორილი ანსამბლების ოლიმპიადის პირველი ტური სოფელ ქობულეთის კულტურის სახლში გაიმართა. შესარჩევ ტურში მონაწილეობას მიიღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებული ვოკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლები. ოლიმპიადის მეორე ტური 16 აპრილს გაიმართება, ხოლო დასკვნითი ნაწილი 29 აპრლის ბათუმის სახელმწიფო თეატრში. ... »»»
.....................................................................................
08 აპრილი 2013 წელი
სასპორტო სკოლაში ჩატარდა ვასო გაროზაშვილის სახელობის ღია ტურნირი ძიუდოში
ქობულეთის კომპლექსურ სასპორტო სკოლის ჭიდაობის დარბაზში ჩატარდა ვასო გაროზაშვილის სახელობის ღია პირველობა ძიუდოში, 1997-1999 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო: ქობულეთის, ხულოს, ჩოხატაურის, ოზურგეთის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების და ქ. ბათუმის ძიუდოისტთა ნაკრებმა გუნდებმა.... »»»
.....................................................................................

ვიდეო რგოლი

Loading...

ნოემბერი 2017

ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
 

სიახლის გამოწერა

ამინდი

ვალუტის კურსი

აჭარა


პორტალი შექმნილია ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი“ინტელექტი”–ს მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით
© ქობულეთის მუნიციპალიტეტი 2011
    სტუმართა რაოდენობა: