მუნიციპალიტეტის სიახლეები

08 თებერვალი 2017 წელი
გიორგი გელაშვილის საცხოვრებელი სახლი დაიწვა
გვიან ღამით სოფელ ხუცუბანში გიორგი გელაშვილის საცხოვრებელი სახლი დაიწვა.სახანძრო და სამაშველო სამსახურების ორგანიზებით ხანძარი დროულად იქნა ლოკალიზებული. ადგილზე იმყოფებოდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან ევგენიძე. ოჯახი ერთსულიანია, დაზარალებული უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი.ხანძრის შედეგად დაზარალებულების მდგომარეობას სტიქიის შემსწავლელი კომისია განიხილავს. ... »»»
.....................................................................................
07 თებერვალი 2017 წელი
ქობულეთის გამგებლის სულხან ევგენიძის ინიციატივით ლერმონტოვის ქუჩის მაცხოვრებლებსა და მუსლიმი თემის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომრის მრჩეველი ჯემალ პაქსაძეც ესწრებოდა. შეხვედრაზე მხარეებმა დაპირისპირებულ მეზობლებს შორის არსებული პრობლემების მოგვარებაზე და მათი შეთანხმებულად გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.... »»»
.....................................................................................
07 თებერვალი 2017 წელი
ანტისა ნორაკიძეს 100 წლის იუბილე მიულოცეს
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა ფატი ხალვაშმა და ქობულეთის გამგებლის მოადგილე მალხაზ რომანაძემ, დაბა ჩაქვში ანტისა ნორაკიძეს ასი წლის იუბილე მიულოცეს. ასწლოვან მოხუცს მინისტრმა სმენის აპარატი და 1000 ლარი გადასცა საჩუქრად, ხოლო ქობულეთის გამგეობისგან „ლიბერთი ბანკის’ ფინანსური მხარდაჭერით ტელევიზორი გადაეცა საჩუქრად.... »»»
.....................................................................................
06 თებერვალი 2017 წელი
გამგებელმა სტიქიით დაზარალებული ოჯახი მოინახულა
მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ საქართველოს პარლამენტში ქობულეთის მაჟორიტარ დეპუტატ კობა ნაკაიძესთან ერთად სოფელ ლეღვაში სტიქიის შედეგად დაზარალებული ანანიძეების ოჯახი მოინახულა. მუნიციპალიტეტის პირველი პირი არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო და ანანიძეებს შესაძლებლობის ფარგლებში დახმარებას დაჰპირდა. ანანიძეების ხუთ სულიანი ოჯახი დიდთოვლობის შედეგად დაზარალდა. სახლი ავარიულია და ოჯახი ახლობლებთან აფარებს თავს. ... »»»
.....................................................................................
03 თებერვალი 2017 წელი
სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები დღესაც გრძელდება
ქობულეთში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები დღესაც გრძელდება. ინტენსიურად იწმინდება სასოფლო გზები. თოვლის საფარისგან თავისუფლდება ქალაქის ქუჩებიც. დიდთოვლობის გამო დაზიანდა ხუცუბნისა და ციხისძირის წყალსადენი სისტები. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.... »»»
.....................................................................................
02 თებერვალი 2017 წელი
სულხან ევგენიძემ სტიქიით დაზარალებულები მოინახულა
ქობულეთის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის შედეგად საცხოვრებელი სახლების სახურავები დაზიანდა. დღეს ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ სტიქიით დაზარალებულები მოინახულა, არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო და მათ შესაძლებლობის ფარგლებში დახმარებას დაჰპირდა. ბოლო მონაცემებით სტიქიამ ხუთი ოჯახი დააზარალა, მათ შორის ორის მდგომარეობა მძიმეა. ოჯახები უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილნი.... »»»
.....................................................................................
02 თებერვალი 2017 წელი
ქობულეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები გრძელდება
ქობულეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები გრძელდება. დილიდან აქტიურად მიმდინარეობს სასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაოები, ასევე იწმინდება ქუჩების სავალი ნაწილი და ტროტუარები. ენერგო-პრო ჯორჯიას ინფორმაციით ელექტროენერგია 60-მდე აბონენტს არ მიეწოდება. მიმდინარეობს ელექტოროგადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოები.... »»»
.....................................................................................
02 თებერვალი 2017 წელი
გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
ქობულეთის მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღეა გადაუღებლად თოვს. თოვლის საფარი მაღალმთიან სოფლებში თითქმის 1,5 მეტრს აღწევს, ხოლო ქალაქში 15-20 სმ-ია.სტიქიასთიან ბრძოლის შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობს. მობილიზებულია სამაშველო ბრიგადები, კომპანია „ენერგო პრო-ჯორჯიას“ ელექტრიკოსთა ჯგუფები, გამწვანებისა და სანდასუფთავების თანამშრომლები. ინტენსიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარება.... »»»
.....................................................................................
01 თებერვალი 2017 წელი
უამინდობა ქობულეთში
ქობულეთის მუნიციპალიტეტში ისევ უამინდობაა. სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება. ინტენსიურად იწმინდება სასოფლო გზები. ქობულეთი-ბათუმის ცენტრალურ მაგისტრალზე სატრანსპორტო მოძრაობა შეფერხებულია. ამ ეტაპისთვის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ელექტროენერგია შეუზღუდავად მიეწოდება. გამგეობაში სტიქიის შტაბი კვლავ საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ... »»»
.....................................................................................
01 თებერვალი 2017 წელი
გამგებლის მოადგილემ გზის გაწმენდითი სამუშაოები დაათვალიერა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მალხაზ რომანაძემ ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ქობულეთში სასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაოები დაათვალერა. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სასოფლო გზები რამდენიმე დღეა ინტენსიურად იწმინდება. სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები გვიან ღამემდე გაგრძელდბა. ... »»»
.....................................................................................

ვიდეო რგოლი

Loading...

თებერვალი 2017

ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28
 

გამოკითხვა

ჩვენი საიტი...




 

სიახლის გამოწერა

ამინდი

ვალუტის კურსი

აჭარა


პორტალი შექმნილია ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი“ინტელექტი”–ს მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით
© ქობულეთის მუნიციპალიტეტი 2011
    სტუმართა რაოდენობა: 1 634 754    
ვებ დიზაინი: სტუდია „ანთროპო”