მუნიციპალიტეტის სიახლეები

21 თებერვალი 2017 წელი
ჯანდაცვის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა
დღეს მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ 2017 წლის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამების პრეზენტაცია გამართა. შეხვედრას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები, სამედიცინო ამბულატორიებისა და კლინიკების ექიმები ესწრებოდნენ.... »»»
.....................................................................................
21 თებერვალი 2017 წელი
აღამაშენებლის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო
ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირზე ყინულისა და უხვთოვლობისაგან დაზიანებული გზის რეაბილიტაცია დაიწყო. დღეს სამუშაოების მიმდინარეობას საქართველოს საავტომობილო გზების აჭარის რეგიონალური სამსახურის უფროსი და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები გაეცნენ. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ცენტრალური მაგისტრალების ორმულ შეკეთებას ეტაპობრივად ახორციელებს.... »»»
.....................................................................................
18 თებერვალი 2017 წელი
ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში
სასპორტო სკოლაში თავისუფალ ჭიდაობაში გურამ ჩელებაძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირის გაიმართა. ტურნირში 2002-2004 წლებში დაბადებული ნორჩი სპორტსმენები მონაწილეობდნენ. შეჯიბრის ბოლოს გამარჯვებულები ათ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ, რომლებსაც გამგებლის მოადგილე მალხაზ რომანაძემ სიგელები, მედლები, თასები და ფასიანი საჩურები გადასცა.... »»»
.....................................................................................
17 თებერვალი 2017 წელი
უამინდობა ქობულეთში
ქობულეთში თოვს. უამინდობას მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი პრობლემები არ შეუქმნია. თოვლის საფარი მაღალმთიან სოფლებში 30-40 სმ-ს აღწევს. ცენტრალურ გზებზე სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდული არ არის. საგზაო დეპარტამენტის ორგანიზებით შიდასასოფლო გზები თოვლის საფარისაგან ინტენსიურად იწმინდება. მუნიციპალიტეტში 8 ერთეული სპეცტექნიკა მუშაობს. ამ დროისათვის ენერგომომარაგება სრულად აღდგენილია. უამინდობის გამო ოჩხამურში წყალმომარაგების პრობლემა შეიქმნა. მიმდინარეობს დაზიანებული მილების აღდგენითი სამუშაოები.... »»»
.....................................................................................
16 თებერვალი 2017 წელი
სულხან ევგენიძე ტურიზმის დეპარტამენტის უფროსს შეხვდა
დღეს ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტს შეხვდა. შეხვედრაზე ტურისტული სეზონისთვის დაგეგმილ ღონისძიებებზე, სამომავლო ტურისტულ-ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ინიციატივებზე ისაუბრეს. ყურადღება გაამახვილეს საკითხრბზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ქობულეთში როგორც სამთო, ასევე საზღვაო ტურიზმის განვითარებას. შეხვედრაზე ასევე არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.... »»»
.....................................................................................
14 თებერვალი 2017 წელი
რუსთაველის ქუჩის მეორე შესახვევის რეაბილიტაცია დაიწყო
რუსთაველის ქუჩის მეორე შესახვევის რეაბილიტაცია დაიწყო. ამ ეტაპისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში მოეწყობა სანიაღვრე არხები და ტროტუარები, ქუჩის სავალ ნაწილზე დეკორატიული ფილები დაიგება. ქუჩის კეთილმოწყობისთვის გამგეობა 767 550 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს კომპანია „ანტ სტორი ლტდ 2016“ აწარმოებს. სამშუშაოების დასრულება ტურისტული სეზონის დაწყებამდე იგეგმება. ... »»»
.....................................................................................
13 თებერვალი 2017 წელი
საჯარო სკოლებს შორის 2017 წლის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის შიდა შესარჩევი ტურნირი დაიწყო
ქობულეთის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლებს შორის 2017 წლის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის შიდა შესარჩევი ტურნირი დაიწყო. სპორტული შეჯიბრება N3 საჯარო სკოლაში მაგიდის ჩოგბურთში გაიმართა. ტურნირის შედეგად გამარჯვება დაგვას საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა. გამარჯვებულებს მუნიციპალიტეტისაგან სიგელები და მედლები გადაეცათ.... »»»
.....................................................................................
13 თებერვალი 2017 წელი
ხანძარი საჩინოში
საჩინოში ბერიძეების სახლს ხანძარი გაუჩნდა. ოპერატიულად განხორციელებული ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების შედეგად საცხოვრებელი სახლი დაწვას გადაურჩა. ნაწილობრივ დაზიანდა სახურავი. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელის მოადგილე მალხაზ რომანაძე არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. ბერიძეების ექვსსულიან ოჯახს საფრთხე არ ემუქრება. ხანძრის შედეგად დაზარალებულების მდგომარეობას სტიქიის შემსწავლელი კომისია განიხილავს. ... »»»
.....................................................................................
10 თებერვალი 2017 წელი
ა(ა)იპ აგროპროექტების მართვის ცენტრის თანამშრომლებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას 2017 წლის პროგარმები გააცნეს
დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროპროექტების მართვის ცენტრის თანამშრომლებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში 2017 წელს განსახორციელებელი პროგრამებისა და ქვეპროგრამების შესახებ შეხვედრა გამართეს.მიმდინარე წელს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროპროექტების მართვის ცენტრი სასათბურე მეურნეობების განვითარების,... »»»
.....................................................................................
08 თებერვალი 2017 წელი
10 თებერვალს საკრებულოს სხდომა გაიმართება
2017 წლის 10 თებერვალს 12:00 საათზე ტარდება ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ქობულეთის მუნიციპალიტეტის შენობაში მესამე სართულზე, სააქტო დარბაზში. (მის: ქობულეთი, დ.აღმაშენებლის გამზირი N141).... »»»
.....................................................................................

ვიდეო რგოლი

Loading...

თებერვალი 2017

ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28
 

გამოკითხვა

ჩვენი საიტი...




 

სიახლის გამოწერა

ამინდი

ვალუტის კურსი

აჭარა


პორტალი შექმნილია ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი“ინტელექტი”–ს მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით
© ქობულეთის მუნიციპალიტეტი 2011
    სტუმართა რაოდენობა: 1 634 752    
ვებ დიზაინი: სტუდია „ანთროპო”