მუნიციპალიტეტის სიახლეები

17 ნოემბერი 2017 წელი
2017 წლის 20 ნოემბერს 15-00 საათზე ტარდება ქობულეთის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის პირველი საკრებულოს სხდომა ქობულეთის მუნიციპალიტეტის შენობაში მესამე სართულზე, სააქტო დარბაზში. (მის: ქობულეთი, დ.აღმაშენებლის გამზირი N141);... »»»
.....................................................................................
17 ნოემბერი 2017 წელი
2017 წლის 21 ნოემბერს 12 საათზე ქობულეთის კულტურის სახლში (მის:დ.აღმაშენებლის გამზირი N114) გაიმართება ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა.... »»»
.....................................................................................
16 ნოემბერი 2017 წელი
ქობულეთის მერს ახალი მოადგილეები ჰყავს
ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ თანამშრომლებს მოადგილეები წარუდგინა. სულხან მოწყობილი და დავით ვერულიძე უფლებამოსილების განხორციელებას დღეიდან შეუდგებიან. „21 ოქტომბერს ჩვენმა მისახლეობამ მხარი დაუჭირა ძლიერ თვითმმმართველობას, უკეთეს ხვალინდელ დღეს, რაც მორიგი ოთხი წლის განმავლობაში ჩემი და მთლიანად ჩემი გუნდის მიზანი იქნება. ჩვენს მიერ წარმოდგენილი ხედვები იქნება ჩვენი ძირითადი სამოქმედო გეგმა. ამ მასშტაბური დაპირებების აღსრულებას, თქვენს მხარდაჭერასთან ერთად, ... »»»
.....................................................................................
13 ნოემბერი 2017 წელი
მერმა ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა
ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ ზღვის სანაპიროზე ნაპირდამცავი კედლის, რუსთაველის ქუჩისა და გელაურის დასახლებაში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. მუნიციპალიტეტის პირველ პირს პროექტების მიმდინარეობა ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ზაზა კაიკაციშვილმა გააცნო. წელს მუნიციპალიტეტის იერსახის მოსაწესრიგებლად 22 მილიონამდე ლარი დაიხარჯაება. „ქობულეთის სანაპიროზე ნაპირდამცავი კედლის რეაბილიტაციის პროექტი“ მუნიციპალური განვითარების ფონდისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.... »»»
.....................................................................................
13 ნოემბერი 2017 წელი
მირიან ქათამაძე უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან შეუდგა
ქობულეთის ახალი მერი მირიან ქათამაძე უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან შეუდგა. მუნიციპალიტეტის პირველი პირი თანამშრომლებს ყოფილმა გამგებელმა სულხან ევგენიძემ წარუდგინა. შეხვედრაზე ახალმა ხელმძღვანელმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და კოლექტივს თანამშრომლობისკენ მოუწოდა. „გავაგრძელებთ ყველა საინტერესო პროექტს, რომელიც უკვე დაწყებულია, ასევე დავგეგმავთ ბევრ მნიშვნელოვან ღონისძიებას, რომელიც იქნება მუნიციპალიტეტის განვითარებასა და ჩვენი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისკენ მიმართული.... »»»
.....................................................................................
10 ნოემბერი 2017 წელი
სტიქიით დაზარალებულებს ახალი საცხოვრებელი სახლი აუშენდებათ
დაბა ოჩხამურში სტიქიით შედეგად დაზარალებულ 8 ოჯახს ახალი საცხოვრებელი სახლი აუშენდებათ. დღეს დაზარალებულ მოსახლეობას მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან ევგენიძე შეხვდა და მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრეს. საერთო საცხოვრებელი სიძველის გამო ამორტიზირებული იყო, რომლის მდგომარეობაც მიმდინარე წლის აპრილის თვეში ქარიშხლის შედეგად დამძიმდა.... »»»
.....................................................................................
10 ნოემბერი 2017 წელი
ოჩხამურში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის გადახურვა მიმდინარეობს
ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ ოჩხამურში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის გადახურვის სამუშაოები დაათვალიერა. ინფრასტრუქტურული პროექტი სახურავის თუნუქისა და ხის კონსტრუქციების შეცვლას, ასევე წყალსარინი ღარებისა და წყალსაწრეტი მილების მოწყობას ითვალისწინებს. პროექტის განსახორციელებლად 41 000 ლარი დაიხარჯება.... »»»
.....................................................................................
10 ნოემბერი 2017 წელი
მუნიციპალური სასადილოს რემონტი
მუნიციპალური უფასო სასადილოს შენობაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. დღეს სამუშაოები მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ დაათვალიერა. ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგლებში შენობაში მოეწყო ახალი საკანალიზაციო სისტემა და წყალგაყვანილობა, ასევე მოპირკეთდა იატაკი და შეიღება კედლები. პროექტის განსახორციელებლად გამგეობა 23 500 ლარს დახარჯავს.... »»»
.....................................................................................
09 ნოემბერი 2017 წელი
დაბა ჩაქვში სპორტულ მოედანს რეაბილიტაცია ჩაუტარდა
მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ დაბა ჩაქვში ახლადრეაბილიტირებული სპორტული მოედანი დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში მოედანი დეკორატიული ღობით შემოიფარგლა, მოედანზე დაიგო ხელოვნური საფარი და დამონტაჟდა გარე განათების სისტემა. ინფრასტრუქტურული ღონისძიების განსახორციელებლად 94 136 ლარი დაიხარჯა. ... »»»
.....................................................................................
09 ნოემბერი 2017 წელი
დაბა ჩაქვში ბერიძეების საცხოვრებელი სახლი დაიწვა
წუხელ ღამით დაბა ჩაქვში ბერიძეების საცხოვრებელი სახლი დაიწვა. დღეს მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ დაზარალებულები მოინახულა, რომლებსაც პროდუქტი და პირველადი მოხმარების ნივთები გადასცა. ბერიძეების ხუთ წევრიანი ოჯახი უსაფრთხო ადგილას არის გაყვანილი. ... »»»
.....................................................................................

ვიდეო რგოლი

Loading...

ნოემბერი 2017

ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
 

სიახლის გამოწერა

ამინდი

ვალუტის კურსი

აჭარა


პორტალი შექმნილია ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი“ინტელექტი”–ს მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით
© ქობულეთის მუნიციპალიტეტი 2011
    სტუმართა რაოდენობა: