მუნიციპალიტეტის მერი

მირიან ქათამაძე

მირიან ქათამაძე

დაბადების თარიღი: 1977 წლის 30 მარტი

ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

განათლება:

  • 1999 წელს წარჩინებით დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნის სპეციალობით.
  • 1999-2003 წლებში გაიარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასპირანტურის სრული კურსი, 2006-2011 წლებში კი – იმავე ფაკულტეტის დოქტორანტურა.

საქმიანობა:

  • 2002-2004 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სისხლის სამართლის ადვოკატი;
  • 2004-2006 წლებში მუშაობდა „აჭარის ენერგოკომპანიის“ (ამჟამინდელი „ენერგო-პროს“ აჭარის ფილიალი) იურიდიული სამსახურის უფროსის თანამდებობაზე;
  • 2006-2014 წლებში „ბათუმის საზღვაო ნავსადგურში“ იყო ჯერ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, შემდეგ გენერალური დირექტორი;
  • 2014 წელს ეკავა „ბათუმის ნავთობტერმინალის“ იურიდიული სამსახურის უფროსის თანამდებობა;
  • 2015-2016 წლებში მუშაობდა შპს „ნიუ ოილ ტრანს კომპანის“ მმართველი დირექტორის თანამდებობაზე;
  • 2015-2016 წლებში ეწეოდა დამოუკიდებელ საადვოკატო საქმიანობას;
  • 2016 წლიდან ბოლო დრომდე ეკავა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის თანამდებობა;
  • 2002 წლიდან დაკავებულია პედაგოგიური საქმიანობით სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. არის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი

არის ხუთი სამეცნიერო შრომის ავტორი; საქართველოში და საზღვარგარეთ გავლილი აქვს სხვადასხვა საგანმანათლებლო კურსი და ტრენინგი. მათ შორის: საფრანგეთში, უკრაინაში, რუსეთში, თურქეთში, ავსტრიასა და ესპანეთში.

უცხო ენები: გერმანული, ინგლისური და რუსული ენები.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელეფონი: 0426 26 75 00.

ელ. ფოსტა: mirokatamadze@gmail.com

მერის თანაშემწე: ნინო ჩხეტია

ტელ: 599 09 04 57

ელ. ფოსტა: nchkhetia@hotmail.com

მსგავსი ინფორმაცია

საკრებულოს სტრუქტურასაკრებულოს რეგლამენტიელექტრონული პეტიციასამართლებრივი აქტებიმუნიციპალური ბიუჯეტისიახლეების გამოწერაOnline გამოკითხვაპეტიციების რეესტრი

გააზიარეთ ინფორმაცია ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content