„მოწყვლადი სოციალური ჯგუფების ბენეფიციართა მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ ქვეპროგრამა

მიმდინარე წლიდან მერიის მიერ წარმატებით მიმდინარეობს  „მოწყვლადი სოციალური ჯგუფების ბენეფიციართა მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ ქვეპროგრამა.

ამ დროის მონაცემებით აღნიშნული ქვეპროგრამით უკვე ისარგებლა 700-ზე მეტმა მოქალაქემ.

ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურეობის გაწევა ხდება:

  • სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს;
  • ომის ვეტერანებს;
  • ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს (დედა, მამა, მეუღლე, შვილები);
  • მრავალშვილიანი (18 წლამდე ასაკის 5 და მეტი შვილი) ოჯახის წევრებს;
  • მარტოხელა მშობლებს და მათ შვილებს და მარტოხელა ასაკით პენსიონერებს.

აღნიშნული ბენეფიციარები წელიწადში ერთხელ, ოჯახზე იღებენ 200 ლარიან დახმარებას მედიკამენტების ვაუჩერის სახით.

მედიკამენტების ვაუჩერის გაცემის პროცესს დღეს ადგილზე გაეცნენ ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე და საქართველოს პარლამენტში ქობულეთისა და მახინჯაურის მაჟორიტარი დეპუტატი ზაალ მიქელაძე.

მირიან ქათამაძის შეფასებით პროგრამის ამოქმედება იყო დროული და ამავდროულად საჭირო მოსახლეობისთვის. ხალხის საჭიროებებზე მორგებული  ღონისძიებების გატარებას უწყება სამომავლოდაც აპირებს.

მსგავსი სახის სიახლეებს მიესალმება ზაალ მიქელაძე. დეპუტატი აღნიშნავს, რომ  პროგრამა მნიშვნელოვნად დაეხმარება ქობულეთში მცხოვრებლებს.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
საკრებულოს სტრუქტურასაკრებულოს რეგლამენტიელექტრონული პეტიციასამართლებრივი აქტებიმუნიციპალური ბიუჯეტისიახლეების გამოწერაOnline გამოკითხვაპეტიციების რეესტრი

გააზიარეთ ინფორმაცია ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content