ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის პროგრამების მიმდინარეობა

🔷️ მუნიციპალიტეტში მცხოვრებლებისთვის ქობულეთის მერია მნიშვნელოვან და საჭირო არაერთ პროგრამას ახორციელებს.

მიმდინარე წლიდან დაიწყო 2 ახალი პროგრამა.

  1. „მოწყვლადი სოციალური ჯგუფების ბენეფიციართა მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ ქვეპროგრამა
  2. „მარტოხელა მშობლების ყოველთვიური მატერიალური დახმარების“ ქვეპროგრამა.

გარდა ახალი პროგრამებისა მოქმედებს – მნიშვნელოვანი, საჭირო მიმართულებები მოქალაქეებისთვის.  მათ შორისაა

✔ „სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო დახმარება“-ის ფარგლებში დაფინანსდა 222 ბენეფიციარი.

✔  „მოწყვლადი კატეგორიის ბენეფიციარების სოციალური მხარდაჭერა“, რომელიც ითვალისწინებდა 0-დან 100 000-ს ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე მძიმე და ღრმა შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე პირთა და სოციალურად დაუცველ ოჯახებში – 0-დან 100 000-ს ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე –  შვილის დაბადებისას, ბავშვის უზრუნველყოფას ერთი წლის ასაკამდე მოვლის საშუალებებით.  –  ამ დროისთვის პროგრამით ისარგებლა 127  შშმ პირმა.

მიმდინარე წლისთვის აღნიშნულ პროგრამაში გაფართოვდა ბენეფიციართა წრე  და  გათვალისწინებული დახმარება გაეწევათ  0-დან 150 000 ქულამდე  პირების ოჯახებს.

✔„ფენილკეტონურიით დაავადებულ პირთა სამკურნალო საშუალებების კომპენსაციით უზრუნველყოფა“ – ქვეპროგრამა.  ამ მიმართულებით დამხარება გაეწია 5 მოქალაქეს.

პროგრამების მიმდინარეობასა და მოსახლეობის მომართვიანობაზე ისაუბრეს დღეს მერიაში. მერმა მირიან ქათამაძემ, მოადგილეებთან, ქსაქართველოს პარლამენტში ქობულეთისა და მახინჯაურის მაჟორიტარ დეპუტატთან ზაალ მიქელაძესთან და ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად პროგრამების ათვისების შესახებ მოისმინეს ინფორმაცია. მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე ყურადღება გაამახვილეს სამომავლოდ განსახორციელებელ ღონისძიებებს.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:

მსგავსი ინფორმაცია

საკრებულოს სტრუქტურასაკრებულოს რეგლამენტიელექტრონული პეტიციასამართლებრივი აქტებიმუნიციპალური ბიუჯეტისიახლეების გამოწერაOnline გამოკითხვაპეტიციების რეესტრი

გააზიარეთ ინფორმაცია ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content