სამედიცინო პუნქტების რეაბილიტაცია დაიწყო

მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში სამედიცინო პუნქტების კეთილმოწყობა დაიწყო.

პროექტის ფარგლებში განხორციელდება როგორც ძველი, ამორტიზირებული სამედიცინო პურქტების რეაბილიტაცია, ასევე ახალის მოწყობის სამუშაოები. კერძოდ, ამ ეტაპისთვის სამუშაოები გულისხმობს  სოფლებში სამება, ალამბარი და ციხისძირი არსებულ პუნქტების რეაბილიტაციას , ხოლო ზედა აჭყვაში მოეწყობა ახალი შენობა.

სამუშაოები მარტში დაიწყო და შემოდგომაზე დასრულდება.

გარდა აღნიშნული 4 პუნქტისა, მუნიციპალიტეტის მერია სამომავლოდაც გეგმავს დარჩენილი პუნქტების კეთილმოწყობას.

მერიას უკვე შეძენილი აქვს 27 ახალი პროექტი. აქედან  14 ახალი სამედიცინო პუნქტი აშენდება, ხოლო 13 დაექვემდებარა რეაბილიტაციას.

მუნიციპალიტეტში 12 ამბულატორი  და 29 სამედიცინო პუნქტია.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
საკრებულოს სტრუქტურასაკრებულოს რეგლამენტიელექტრონული პეტიციასამართლებრივი აქტებიმუნიციპალური ბიუჯეტისიახლეების გამოწერაOnline გამოკითხვაპეტიციების რეესტრი

გააზიარეთ ინფორმაცია ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content